|
2026-01-21 15:05:33, 899 ნახვა
საზოგადოება
TV თრიალეთი: ინკასო დაგვადეს, მაუწყებლობის გათიშვის საფრთხის წინაშე ვართ
ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის ცნობით, შემოსავლების სამსახურმა მათ ინკასო დაადო, რის გამოც, მათივე განცხადებით, მაუწყებლობის გათიშვის საფრთხის წინაშე დგანან. "შერჩევითი სამართალი! 9 იანვარს შემოსავლების სამსახურმა ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს კვლავ ინკასო დაადო. გრძელდება მიზანმიმართული ზეწოლა და შურისძიება დამოუკიდებელ რეგიონულ მედიაზე. ხელისუფლებამ კვლავ დაიწყო ტელეკომპანია თრიალეთის განადგურების მცდელობა. უკვე 13 დღეა, ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური არ გვპასუხობს წერილობით მიმართვებსა და სატელეფონო ზარებზე. ამ დროის განმავლობაში, სრულიად პარალიზებულია ტელე-რადიო კომპანიის საქმიანობა და ვდგავართ მაუწყებლობის გათიშვის რეალური საფრთხის წინაშე. უკვე შეუძლებელია იმის დათვლა, რამდენჯერ დაგვადეს და მოგვიხსნეს ინკასო, რამდენჯერ ჩამოგვეჭრა თანხები და რამდენჯერ შეიზღუდა ჩვენი საქმიანობა. განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ ინკასოს ყოველი ახალი დადება ემთხვევა თრიალეთის ეთერში გასულ კრიტიკულ მასალებს". - წერია თრიალეთის განცხადებაში. ტელე-რადიო კომპანია აცხადებს, რომ გასულ წელს მათ ივანიშვილის მთავრობას საგადასახადო შეთანხმების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა, მათგან პასუხი არ მიუღიათ. თრიალეთი ინკასოს დაუყონებლივ მოხსნას ითხოვს. "აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 10 ივლისს მთავრობას ოფიციალურად მივმართეთ საგადასახადო შეთანხმების მოთხოვნით. ამ განცხადების განხილვისა და პასუხის გაცემის კანონით განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2025 წლის 19 ნოემბერს, თუმცა დღემდე არც პასუხი და არც რაიმე ოფიციალური განმარტება არ მიგვიღია. პასუხის მიღებამდე კი საინკასო დავალების ხელახლა დადება ხელისუფლების მხრიდან არის გაუმართლებელი, უკანონო და დამაზიანებელი მოქმედება, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიის არსებობას. ჩვენ მოვითხოვთ:
განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ იმ მედია ორგანიზაციებს, ვისაც ჩვენთან ერთად დაადეს ინკასო, წერილობითი მიმართვის შემდეგ შეზღუდვა მოეხსნათ. მხოლოდ თრიალეთის მიმართ გაგრძელდა სანქცია, მიუხედავად კანონის ერთნაირი მოთხოვნებისა. სამწუხაროდ, ქვეყანაში კვლავ მოქმედებს შერჩევითი სამართალი - მაშინ, როცა ხელისუფლებასთან დაახლოებული მედიები ათეულობით მილიონი ლარის დავალიანების მიუხედავად ინკასოსგან თავისუფლები არიან, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ კი, ასჯერ ნაკლები დავალიანების გამო, იგივე მექანიზმი გამოიყენება როგორც დასჯისა და გაჩუმების იარაღი. ეს არის აშკარა უსამართლობა და პირდაპირი შეტევა მედიის თავისუფლებაზე". - წერს თრიალეთი განცხადებაში. ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი ივანიშვილის პრემიერს, ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, რომ დამოუკიდებელი მედიის მიმართ განხორციელებული მრავალჯერადი უსამართლობა შეაჩეროს.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)