|
2015-01-07 18:23:33, 3348 ნახვა
მსოფლიო
ოლანდი: რედაქციაზე თავდასხმა საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტია
"„Charlie Hebdo“-ს რედაქციაზე თავდასხმა საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტია“, - ამის შესახებ საფარანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა. მისი თქმით, თავდამსხმელები არა მხოლოდ რედაქციას, არამედ საფრანგეთის რესპუბლიკის ფუძემდებლურ პრინციპებს დაესხნენ თავს. ოლანმდა თავდამსხმელების პოვნის და დასჯის პირობა დადო. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ფრანგულმა სპეცსამსახურებმა რამდენიმე ტერორისტული აქტი აღკვეთეს. დღესვე, საფრანგეთის მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომელიც მომხდარ ტრაგედიას მიეძღვნება. შეგახსენებთ, პარიზში ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციის თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავებულია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. არსებული ინფორმაციით, რედაქციას თავს ორი ნიღბიანი ადამიანი ავტომატებით დაესხა და იქ მომუშავე პერსონალს ცეცხლი გაუხსნა. ცნობილია, რომ ჟურნალ „Charlie Hebdo“-მ ინციდენტამდე ერთი საათით ადრე ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)