01:15 - 15 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-16 19:26:14, 2575 ნახვა

სხვადასხვა
ოლიგარქ ივანიშვილის მილიონერმა ეკონომიკის მინისტრმა ჩერნოვეცკის პარტიას 63,576 ლარი შესწირა. მისმა ძმამ კი - 118 247 ლარი

მილიონერი ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი უკრაინელი მილიარდერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური გაერთიანების შემწირველი იყო.
 2016 წელს, ჩერნოვეცკის პარტიას 63,576 ლარი შესწირა. მისმა ძმამ კი - 118 247 ლარი.
კიევის ყოფილ მერზე, (2006-2012 წლებში) მილიარდერ ჩერნოვეცკიზე, უკრაინაში ძებნა იყო გამოცხადებული. სარგებლის მიღების მიზნით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ.
გარდა პარტიის გაძლიერებისა, ქვრივიშვილს მის ფაქტობრივ მისამართზე, ლეონიდ ჩერნოვეცკის შვილი, სტეპან ჩერნოვეცკი ჰყავს ჩაწერილი.
სტეპანი რამდენიმე წლის წინ დააკავეს ესპანეთში. ფულის გათეთრების ქსელის ხელმძღვანელობის და ორგანიზებული დანაშაულებრივ საქმიანობის ბრალდებით.

საკუთარი და ქმრის, ოთარ ბერიშვილის შემოსავლებისა და ხარჯების, ასევე ქონების შესახებ მარიამ ქვრივიშვილი წერს 2025 წლის 30 აპრილს შევსებულ დეკლარაციაში, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

35 წლის მილიონერი მინისტრი ფლობს: 826 200 ლარის ღირებულების 4 ბინას 376 000 ლარის მიწის ნაკვეთებს მილიონ ლარზე მეტის ანაბარი 162 000 ლარიან ავტომობილს 60 000 ლარის როლექსის 2 საათს 30 000-მდე ლარის სამკაულებს.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დაწყებამდე მაკრონს ესაუბრა
ნეთანიაჰუ ავსტრალიას სიდნეიში მომხდარი სროლის შემდეგ ანტისემიტიზმის გაღვივებაში ადანაშაულებს
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება
სიდნეიში, ჰანუკას სანაპირო წვეულებაზე უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი