03:13 - 24 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-15 12:45:46, 7065 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი: პროკურატურის მოთხოვნით, ღარიბაშვილის პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების უკანონოდ ლეგალიზაციისთვის ბრალდებული ქართული ოცნების ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასმართლო პროცესი, რომელიც ხვალ, 16 დეკემბერს უნდა გამართულიყო, 12 თებერვლამდე გადაიდო. 

ღარიბაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის თქმით, სხდომის გადადება ბრალდების მხარემ მოითხოვა. უფლებადამცველი ამბობს, რომ პროკურატურას დრო დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად სჭირდება. 

"გახანგრძლივდა ვადა 12 თებერვლამდე, გამოძიების ინიციატივით. პროკურატურამ მიმართა შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს და მოითხოვა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით დამატებითი დროის გამოყოფა. მინდა გითხრათ, რომ საპროცესო ნორმით რეგულირდება ეს საკითხი და ამის უფლება ბრალდების მხარეს აქვს და სასამართლოს შეუძლია გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში დააკმაყოფილოს ასეთი შუამდგომლობა. [...]

ბრალის წარდგენისთვის არსებული მტკიცებულებები საქმეში არსებობდა და ამის საფუძველზე პროკურატურის შუამდგომლობით წარედგინა ბრალდება ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. მაგრამ შემდგომი ეტაპი არის გამოძიება, როდესაც უნდა განაჩენი დადგეს, შესაბამისად, როგორც ჩანს, მიიჩნია პროკურატურამ, რომ დამატებითი დრო ესაჭიროებოდა კიდევ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, ჩვენ ვერ შევალთ ამ კომპეტენციაში, ეს არის ამ შემთხვევაში ბრალდების მხარის პრეროგატივა, ვნახოთ რა მტკიცებულებებს მოიპოვებენ და წარმოადგენენ და შესაბამისად, ამის შემდეგ გაგრძელდება სასამართლო განხილვების ეტაპი. [...] ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ეთანხმება ბრალს, როგორც საზოგაოდებისთვის არის ცნობილი, ამიტომაც ჩვენ ამ ნაწილში ბრალდების მხარის - გააგრძელებს ვადას, დანიშნავს გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებას თუ სხვა რაიმე პროცესუალურ ღონისძიებას გამოიყენებს, არ შევდივართ სიღრმისეულად და ველოდებით, რა მტკიცებულებები დაიდება საბოლოოდ" - თქვა ღარიბაშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა TV პირველთან.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
1 იანვრიდან საზმაუს დირექტორის ხელფასი (ხელზე ასაღები) 15 000 ლარი იქნება
გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარედგინა - იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს
პროკურატურა მოკლული მასწავლებლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ზელენსკი: ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამერიკას სურს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი