03:43 - 15 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-12 10:47:27, 2721 ნახვა

სამხედრო
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელებს აქვეყნებს

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელებს აქვეყნებს.

ამასთან, როგორც The Associated Press-ი თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, საქართველოში ჩამოვარდნილი თურქეთის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 20-ვე პირი დაიღუპა.

„ჩვენი გმირი თანამებრძოლები 2025 წლის 11 ნოემბერს დაიღუპნენ, როდესაც ჩვენი C-130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან აფრინდა და ჩვენი ქვეყნისკენ მოემართებოდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა იასარ გულერმა.

ამასთან, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელებს და ფოტოებს ავრცელებს.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.

ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დაწყებამდე მაკრონს ესაუბრა
ნეთანიაჰუ ავსტრალიას სიდნეიში მომხდარი სროლის შემდეგ ანტისემიტიზმის გაღვივებაში ადანაშაულებს
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება
სიდნეიში, ჰანუკას სანაპირო წვეულებაზე უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი