15:40 - 28 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-28 18:10:56, 10501 ნახვა

კომენტარი
პაპუაშვილი - ქართველებისთვის გამარტივებული სამუშაო ვიზების გაუქმება თავად პოლონეთს დააზარალებს

პოლონეთის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული სამუშაო ვიზების გაუქმება თავად პოლონეთს დააზარალებს - ამის შესახებ „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

იგი აცხადებს, რომ ეს პოლონეთის საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შედეგია და ივანიშვილის გუნდის ქმედებები ამასთან არაფერ შუაშია.

ის, რომ პოლონეთის მთვარობა მიგრაციის პოლიტიკას ამკაცრებს ან ერთი, ან მეორე მიმართულებით, “ქართული ოცნება“ რა შუაშია, ჩვენც საკმაოდ მკაცრი მიგრაციის პოლიტიკა გვაქვს და ჩვენთან პოლონელიც ვერ ჩამოვა ასე ადვილად სამუშაოდ. ასე რომ, ეს მათი შიდა მიგრაციის საკითხებია, როგორ აწესრიგებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგადად ამკაცრებენ გერმანია, სხვა ქვეყნები, ცდილობენ, რომ ახალი ტალღა, საკუთარი მიგრაციის პოლტიკა გადაწყონ. საქართველოდან იქ სამუშაოს მაძიებელთა რადოენობა იყო დიდი, შეხედეს იმ ქვეყნებს საიდანაც დიდია და უფრო მკაცრი რეგულაციები შემოდის. პოლონეთზე ექნება ამას ცუდი გავლენა, ეკონომიკური, ვინაიდან, რადგან მუშა ხელი ჩადიოდა იქ, ე.ი. მოთხოვნაც იყო, და არ ვიცი, როგორ აპირებენ მუშა ხელი დააკმაყოფილონ,- აცხადებს პაპუაშვილი.

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული დასაქმების პროცედურა უქმდება. 2025 წლის 1 დეკემბრიდან გამარტივებული გზით სამუშაო ვიზის მიღების საშუალება აღარ იქნება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 გზა, თუ როგორ შეცვლა ხელოვნურმა ინტელექტმა ჯანდაცვის სექტორი ევროპაში 2025 წელს
ჩინეთმა ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო 20 ამერიკულ თავდაცვის კომპანიას სანქციები დაუწესა
ირანში სიკვდილით დასჯის 11-წლიანი რეკორდი დაფიქსირდა
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თანამშრომლებს 38 774 ლარის ფულად ჯილდოს გადასცემენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი