|
2025-12-30 16:42:03, 1970 ნახვა
საზოგადოება
წარმოაჩინე შენი ბიზნესი მობილბანკში - როგორ მუშაობს საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი
ციფრული ეპოქის მარკეტინგი მხოლოდ რეკლამას აღარ ეყრდნობა — მთავარი ძალა ახლა იმ სივრცეებშია, რომელსაც მომხმარებელი ყოველდღიურად სტუმრობს. საქართველოს ბანკი, Ads მენეჯერით, ბიზნესებს სწორედ ამ საკითხში უწევს დახმარებას და შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი შეთავაზებები სამიზნე აუდიტორიას ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ ციფრულ არხებში - მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე გაუზიაროს, რომელსაც 1.8 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. რა არის Ads მენეჯერი? Ads მენეჯერი ციფრული პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, საკუთარი მომხმარებლისთვის შექმნათ ფასდაკლების, ქეშბექის, PLUS, MR, sCool ქულების დაბრუნება. შექმნილი შეთავაზება კი გამოქვეყნდება:
და რაც მთავარია — შეთავაზება არა ზოგად აუდიტორიას, არამედ ზუსტად თქვენ მიერ შერჩეულ სეგმენტს მიწვდება. ვისთვის შეგიძლიათ შეთავაზების შექმნა? Ads მენეჯერს გამოარჩევს ის, რომ იგი ზუსტი სეგმენტაციის შესაძლებლობას იძლევა. პლატფორმაზე შეგიძლიათ მომხმარებლის პროფილის განსაზღვრა და მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების გამოქვეყნება. მაგალითად:
როგორ იქმნება შეთავაზება? Ads მენეჯერში შესვლა შესაძლებელია მომხმარებლის იმ სახელითა და პაროლით, რომელიც ბიზნეს ინტერნეტბანკსა და მობილბანკში გამოიყენება. შემდეგ კი შეთავაზების გამოსაქვეყნებლად მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯია საჭირო. პლატფორმა ინტუიციურია და თუკი ბიზნესი საკუთარ მიზანს - გაყიდვების სტიმულირებას, ახალი მომხმარებლების მოზიდვას თუ ლოიალურობის ზრდას - მონიშნავს, Ads მენეჯერი რეკომენდაციას მისცემს, თუ რა ტიპის შეთავაზება შექმნას. პლატფორმაზე ჩაშენებულია საკომუნიკაციო ელემენტებიც - სასურველი ვიზუალის შერჩევის ან ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, სარეკლამო ტექსტის შედგენის ფუნქციონალები. აღსანიშნავია, რომ 31 იანვრამდე მომსახურების სექტორის ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის გამოყენებით 10-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზება შექმნან, ხოლო მომხმარებლებისთვის დასარიცხ ქულებს საქართველოს ბანკი სრულად აფინანსებს. (თითოეული მომხმარებლისთვის დასაბრუნებელი PLUS ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 4,000 PLUS ქულა). შეთავაზების პირობები იხილეთ ბმულზე. დაიწყეთ შეთავაზების შექმნა დღესვე Ads მენეჯერიდან. თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი — გახსენით ბიზნეს ანგარიში ონლაინ, რამდენიმე წუთში.
57 საუკეთესო ახალი წლის მილოცვა მესენჯერებისთვის
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში დაფინანსების მიღება უზრუნველყოფით, სრულად ციფრულად ხელმისაწვდომია
საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს
Energo-Pro Georgia: დასავლეთ საქართველოში ელ.ენერგია შეზღუდვით მიეწოდება 60 000-მდე აბონენტს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს 180 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სად გავატაროთ ახალი წლის ღამე: გრანდიოზული წვეულებები, ფუფუნების თავგადასავლები და განმარტოებული თავშესაფრები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)