2025-12-13 14:38:46, 3445 ნახვა
რეგიონი
ბათუმის აეროპორტმა ფრენები გადადო, ბათუმში თოვს
უამინდობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისები გაუქმებულია.
გაუქმებულია „თურქიშ ეარლაინის“ 2 და „პეგასუსის“ 1 რეისი. რეისების გაუქმება მხოლოდ თურქეთის მიმართულებით მოხდა და სხვა მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმებული არ არის.
თოვის გამო ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები დღის განმავლობაში გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.
იწმინდება სანიაღვრე ქსელი, გახსნილია ზღვაში გამსვლელი არხები, მობილიზებულია სპეცტექნიკა და თანამშრომლები. ინფორმაციას ბათუმის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,