15:22 - 31 Dec, 2025
|
2025-11-30 09:05:56, 11599 ნახვა
ომი უკრაინაში
სამშვიდობო გეგმაზე მოსალაპარაკებლად დღეს ფლორიდაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართება
დღეს ფლორიდაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც რუბიოც დაესწრება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი კვირას ფლორიდაში უკრაინის დელეგაციას შეხვდებიან, რათა განიხილონ ვაშინგტონის გეგმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ, იუწყება AFP აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. შეხვედრას ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერიც დაესწრება. მარკო რუბიომ გასულ შაბათ-კვირას ჟენევაში უკრაინულ მხარესთან კონსულტაციებში მიიღო მონაწილეობა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია (რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით) აშშ-ში შაბათს საღამოს, აშშ-ის დროით, ჩავა, რათა გააგრძელოს სამშვიდობო გეგმაზე დისკუსიები.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)