|
2025-12-11 11:02:38, 965 ნახვა
პოლიტიკა
უილსონი - აღმაშფოთებელია, რომ "ოცნების" რეჟიმის მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის ქმარი რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში OC Media-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშილის ქმარი, სანქცირებულ რუს ბიზნესმენებს იურიდიულ დახმარებას უწევს. უილსონი წერს, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა აღნიშნული საკითხი უნდა შეისწავლოს.
OC Media წერს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის თამარ ტალიაშვილის ქმარი დავით კუხალაშვილი მოსკოვში მოქმედი იურიდიული კომპანიის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. OC Media ამ ინფორმაციას კორპორატიულ დოკუმენტებსა და არქივის მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დავით კუხალაშვილის კომპანია ეხმარებოდა სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ ბიზნესებს - კერძოდ, იურიდიულ დახმარებას უწევდა ისეთ კლიენტებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ისა და ევროპის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ. რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე დავით კუხალაშვილმა იურიდიული კომპანია DTK Partners მოსკოვში 2014 წელს დააფუძვნა.
|
რედაქტორის რჩევით
მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა, საგამოძიებო ორგანოებს ამისთვის იყენებენ
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
ომი უკრაინაში
უმეროვი: უკრაინა შეერთებულ შტატებთან პოზიციების სრულად კოორდინირებას ელის, რაც „მშვიდობასთან დაგვაახლოებს“.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდში მდებარე თბოელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)