|
2025-07-17 11:05:02, 36549 ნახვა
Lifestyle
Tomorrowland-ის ფესტივალის სცენა დაიწვა, მაგრამ ის მაინც გაიმართება
ბელგიის ქალაქ ბუმში ხანძარმა Tomorrowland ფესტივალის მთავარი სცენა 18 ივლისს, მისი გახსნის წინა დღეს გაანადგურა. ღონისძიებაზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მაინც გაიმართება, 100 ათასამდე სტუმარია მოსალოდნელი. შემთხვევის ადგილიდან გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ებრძვის ცეცხლი სრულად მორთულ სცენას, ახლოს კი სასწრაფო დახმარების მანქანებია გაჩერებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძრის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ სპეციალისტები, რომლებიც ფესტივალის გახსნას ამზადებდნენ; არავინ დაშავებულა. ბომას მერმა გერმანიაში შვებულება გააუქმა და გამოძიება მიმდინარეობს. ხანძრის ზუსტი მიზეზი ჯერ არ დასახელებულა, თუმცა შესაძლებელია, რომ ის მთავარ სცენაზე დამონტაჟებული პიროტექნიკური დანადგარებით დაიწყო. Tomorrowland 2005 წლიდან იმართება და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალია.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)