15:32 - 31 Dec, 2025
|
2025-05-27 21:30:27, 17750 ნახვა
რეგიონი
ქობულეთის ერთ-ერთ საწარმოში მძიმე ტექნიკა დაგორდა და 55 წლის კაცი მოიყოლა
ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე, არსებული ინერტული მასალის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში დასაქმებული 55 წლის კაცი სამუშაოს წარმოების დროს გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. როგორც შპს "თეთროსანის" წარმომადგენელი აცხადებს დასაქმებული მძიმე ტექნიკას მართავდა, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა. ის შეკეთებას შეეცადა, რა დროსაც ტექნიკა დაგორდა და კაცი მოიყოლა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და კრიმინალისტები, ასევე შრომითი ინსპექციის წარმომადგენლები. საწარმო ამჟამად დახურულია, სამუშაოები კი გაურკვეველი ვადით შეჩერებულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)