13:29 - 31 Dec, 2025
|
2025-10-19 15:01:04, 2693 ნახვა
სხვადასხვა
ლუვრის ძარცვის შედეგად ნაპოლეონის სამკაულები მოიპარეს
დილით 19 ოქტომბერს ლუვრის მუზეუმში სამუშაო საათებში ძარცვა მოხდა. ქურდებმა ნაპოლეონისა და იმპერატრიცა ჟოზეფინას სამკაულების კოლექციიდან ცხრა ისტორიული ნივთი მოიპარეს, მათ შორის ყელსაბამი, ბროში და დიადემა. წყაროების ცნობით, პირველადი დასკვნებით, დამნაშავეები მუზეუმში შეიჭრნენ. ახლა ისინი მიმალვაში არიან. მუზეუმი ევაკუირებულია; პოლიციის გამოძიება მიმდინარეობს. გამოცემა Le Parisien იტყობინება, რომ ლუვრის გაძარცვისთვის მძარცველებს შვიდი წუთი დასჭირდათ. საინტერესოა, რომ ლუვრიდან არ წაუღიათ ნაპოლეონის სამკაულების კოლექციაში არსებული უდიდესი ბრილიანტი — „რეჯენტი“, რომელიც 140 კარატს იწონის, ხოლო გზად მძარცველებმა გადააგდეს იმპერატრიცას დაზიანებული გვირგვინი.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)