2025-02-19 16:18:41, 364 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ გეგელია - „ქართულ ოცნებას“ არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში აღარ ელიან
![]() როდესაც თვითმარქვია ხელისუფლება სრულად არის აცდენილი ქართველი ხალხის მიერ მხარდაჭერილ ეროვნულ მიზნებსა და ამოცანებს, როდესაც ქმედუუნარო პარალიზებული პარლამენტი არ და ვერ ახდენს კონსტიტუციით გაცხადებული მიზნების განხორციელებას, ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და რუსეთის მსახური ხელისუფლების განდევნა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამოეხმაურა ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობის განცხადებას, რომლის თანახმად, ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მინისტრების შეხვედრის დროს საქართველოსთვის განკუთვნილი სკამი ცარიელი იყო დარჩენილი და განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში აღარ ელიან, აღარ ესალმებიან და აღარ ეთანამშრომლებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობამ X-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მინისტრების შეხვედრის დროს საქართველოსთვის განკუთვნილი სკამი ცარიელი იყო დარჩენილი. „ზოგად საკითხთა საბჭოს (GAC) არაფორმალური შეხვედრის პირველ სესიაში ევროპულ საქმეთა მინისტრებმა და გაწევრიანების მსურველმა პარტნიორმა ქვეყნებმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოსთვის სკამი ცარიელი იყო დარჩენილი“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმის მსახურები ამერიკული MEGOBARI-ს აქტის მოლოდინში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
ომი უკრაინაში![]() რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს - არიან დაშავებულები
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|