|
2025-12-27 11:09:47, 4837 ნახვა
მსოფლიო
CNN: ევროპას ზელენსკის და ტრამპის შეხვედრის არაპროგნოზირებადი შედეგის ეშინია
ევროპელი ოფიციალური პირები პირადად ელიან დადებით შედეგს აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის კვირას დაგეგმილ შეხვედრაზე, თუმცა არაპროგნოზირებადი სცენარებისთვის ემზადებიან. ამის შესახებ, CNN-ი წერს. ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რომლებთანაც CNN-მა ისაუბრა, ევროპელი ლიდერები კვირას ზელენსკის და ტრამპს შორის შეხვედრას არ დაესწრებიან. არხის ევროპელმა თანამოსაუბრეებმა ასევე აღნიშნეს, რომ უკრაინელები უკვე რამდენიმე თვეა მოუწოდებენ უკრაინისა და აშშ-ის ლიდერებს შორის მოლაპარაკებებისკენ. ევროპელები შეხვედრისგან დადებით შედეგს ელიან, რადგან ისინი აშშ-უკრაინის ურთიერთობების ამჟამინდელ დინამიკას პროდუქტიულად მიიჩნევენ, იუწყება CNN, თუმცა აღიარებენ, რომ ტრამპთან ნებისმიერი შეხვედრის შედეგი არაპროგნოზირებადია. „ტრამპთან დაკავშირებით დაბალი რისკის სცენარები არ არსებობს“, - განუცხადა CNN-ს ნატოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. არხის ამერიკელმა თანამოსაუბრეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა პროდუქტიული იქნება ამერიკელი და უკრაინელი მომლაპარაკებლების ერთკვირიანი ინტენსიური ძალისხმევის შემდეგ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ დაადასტურა, რომ კვირას, 28 დეკემბერს, თავის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)