2025-12-25 12:00:23, 5489 ნახვა
სამართალი
ტროტუარზე დგომის გამო, სასამართლოში აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს
ტროტუარზე დგომის გამო, სასამართლოში დაბარებული აქტივისტები პროცესების მოლოდინში არიან. პირველი აქტივისტი, ვის საქმეზეც მოსამართლე მსჯელობს - ანი ახმეტელია. საქმეს სანქცირებული მოსამართლე ზვიად ცეკვავა განიხილავს.
დღეს, 4832 დღეს, ახლა ტროტუარზე დგომისთვის ქართელების საუკეთესო ნაწილი უნდათ, ციხეში გაუშვან ახალ წელს. ეს არის ქაოსის, ძალადობის რეჟიმი და ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ყველას, საქართველოს ყველა მოქალაქეს. აქ შიში არ არის მთავარი, აქ მთავარია, რომ ივანიშვილი არის მოძალადე და ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობით და ფულის მოხვეტით არის დაკავებული, - ამბობს ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე.
ტროტუარზე დგომის საქმეზე სასამართლოში დღეს სხვა აქტივისტების საქმეებიც განიხილება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,