13:56 - 30 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-27 20:35:57, 5160 ნახვა

სამართალი
სუს: ახალაიას განცხადება ცალსახა ტყუილია, ამორალურია ამბავი ბავშვის ობლად დატოვებაზე

"ოცნების" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას განცხადებას ეხმაურება.

უწყებაში ახალაიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც მას სუს-ში ცოლის დაჭერითა და ბავშვის "ობლად დატოვებით" ემუქრებოდნენ, "ცალსახა ტყუილს" უწოდებენ.

"ბაჩანა ახალაიას განცხადება არის ცალსახა ტყუილი და ემსახურება სიმართლის იმგვარად დამახინჯებას, რომ საზოგადოებას რეალობის საპირისპირო წარმოდგენა ჰქონდეს საგამოძიებო ორგანოში განვითარებულ მოვლენებზე. განსაკუთრებით მიუღებელი და ამორალურია მის მიერ მოგონილი ამბავი „მეგობრების მხილებისათვის მეუღლის დაჭერის მუქარაზე და 13 წლის ბავშვის ობლად დატოვებაზე.

სინამდვილეში, ჩვენმა თანამშრომლებმა, დაკავების შემდეგ, ახალაიას პირველივე კითხვა დაუსვეს - მხოლოდ მას ჰქონდა სატელეფონო ინტერნეტკონტაქტი ზოდელავასთან, ბურჭულაძესთან და სხვებთან, თუ მის მეუღლე ანნა ნადარეიშვილსაც. ბაჩანა ახალაიას იქვე, მოპოვებული უტყუარი მონაცემების შესახებ დეტალური ახსნის პარალელურად განემარტა, რომ დანაშაულის აღიარება-არაღიარების მიუხედავად თუ ის მხოლოდ საკუთარ ინტერნეტკონტაქტს დაადასტურებდა, მის მეუღლეს გაცილებით მაღალი ალბათობით გამოერიცხებოდა პასუხისმგებლობის სამართლებრივი რისკი. მიუხედავად ამისა, მან ჩვენების მიცემაზე და ხსენებულ კითხვაზე პასუხის გაცემაზე განაცხადა უარი, რის შემდეგაც, პროკურატურასთან კონსულტაციის შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ანნა ნადარეიშვილი მაინც გათავისუფლებულიყო დაკავებიდან და გამოძიებას მომავალში ემსჯელა მისი პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით.

ახალაიას მიერ დღეს გაკეთებული განცხადება, განსაკუთრებით მისი ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილების ფონზე, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელთა მაღალი სამართლებრივი და მორალური სტანდარტით მოქმედება მუქარად წარმოაჩინოს, მხოლოდ მის პიროვნულ მახასიათებლებზე მეტყველებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების პროცესში", - განაცხადეს  სუს-ში.

ბაჩო ახალაია 25 დეკემბერს დააკავეს. ქართული ოცნების პროკურატურის ცნობით, მას 4 ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ედავებიან.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მუხლი 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ჩინეთმა ტაივანის მიმართულებით რაკეტები გაუშვა
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
მარნეულში გზის გაყვანისას რკინის მილი მოქალაქეს დაეცა და გარდაიცვალა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი