11:17 - 27 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-27 00:16:27, 1034 ნახვა

სამართალი
ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინეს, მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ივანიშვილის პროკურატურის ინფორმაციით, ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა - წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ "4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია."

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ, ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს. კერძოდ, მათი მხრიდან ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებების გაკეთების და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის პროცესს.

პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ, ბაჩანა ახალაიას უშუალო ხელმძღვანელობით და ორგანიზებით, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს. ბრალდებულები საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისაკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათივე განცხადებებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას, რისთვისაც საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მასობრივი ჩაბმის და გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია. იმავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებები." - წერია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ზელენსკის არაფერი ექნება, სანამ მე არ დავამტკიცებ
CNN: ევროპას ზელენსკის და ტრამპის შეხვედრის არაპროგნოზირებადი შედეგის ეშინია
ნადარეიშვილი - როცა ჩვენთან რუსის ავტომატიანი მონები შემოცვივდნენ, ბაჩოს 13 წლის ძმისშვილი, დათა ახალაია გადიოდა სადარბაზოდან, ბავშვი დააკავეს, წაართვეს ტელეფონი და 3 საათი ქუჩაში ჰყავდათ დაკავებული
ლტოლვილი უკრაინელი ოჯახებისთვის დახმარება 2026 წლის 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი