19:20 - 27 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-27 00:11:54, 1169 ნახვა

საზოგადოება
საზმაუდან ათავისუფლებენ რეჟისორს, რომელიც პოლიტიკურ წნეხზე საუბრობდა

ორგანიზაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველი იანვრიდან სამსახურიდან ათავისუფლებს რეჟისორ კახა მელიქიძეს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ გათავისუფლების ბრძანებაში წერია, მას ხელშეკრულება უწყდება "შრომის შინაგანაწესის მრავალგზის დარღვევის (რაც გამოიხატულ იქნა, მის მიერ, საჯარო სივრცეში, მაუწყებლის რეპუტაციის შემლახავი განცხადებების არაერთგზის გავრცელებაში) გამო..."

"შეგახსენებთ, რომ კახა მელიქიძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ღიად ამხილა მაუწყებელი იმ პოლიტიკურ წნეხზე, რომელიც პირველი არხის თანამშრომლებზე ხორციელდებოდა. მას აიძულებდნენ ეროვნული ნაკრების თამაშების დროს ეთერში ხშირად ეჩვენებინა ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების ოფიციოზი, მაშინაც კი, როცა ეს უეფას სტანდარტებსა და წესებს ეწინააღმდეგებოდა.

კახა მელიქიძე 1989 წლიდან მუშაობდა პირველ არხზე." - წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თოვლის გამო უშგული-ლასდილის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
ზელენსკი - რუსეთმა ღამით 500 დრონი და 40 რაკეტა გაუშვა
რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს არასრული ტიტულატურით იხსენიებს, წერილში ცხუმ აფხაზეთი ამოღებული აქვს
კიევში, რუსული დარტყმების შედეგად, უკვე 22 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი