2025-12-24 13:53:59, 5555 ნახვა
ეკონომიკა
კობახიძემ რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, 3,7 მილიონ კვადრატულ მეტრს ტყის სტატუსი შეუწყვიტა
კობახიძემ რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, 3,7 მილიონ კვადრატულ მეტრს ტყის სტატუსი შეუწყვიტა - შესაბამისი განკარგულება 19 დეკემბრით თარიღდება.
"ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის N9496 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-22 მუხლის პირველი პუნქტის ,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ონის სატყეო უბანში მდებარე საერთო ფართობით 3,712,428 კვ/მ ტერიტორიას შეუწყდეს სახელმწიფო ტყის სტატუსი" - ნათქვამია განკარგულების ტექსტში, რომელსაც კობახიძე აწერს ხელს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,