12:33 - 13 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-12 10:47:27, 2347 ნახვა

სამხედრო
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელებს აქვეყნებს

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელებს აქვეყნებს.

ამასთან, როგორც The Associated Press-ი თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, საქართველოში ჩამოვარდნილი თურქეთის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 20-ვე პირი დაიღუპა.

„ჩვენი გმირი თანამებრძოლები 2025 წლის 11 ნოემბერს დაიღუპნენ, როდესაც ჩვენი C-130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან აფრინდა და ჩვენი ქვეყნისკენ მოემართებოდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა იასარ გულერმა.

ამასთან, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელებს და ფოტოებს ავრცელებს.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.

ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ კასპიის ზღვაში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობპლატფორმებზე ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორე დარტყმა განხორციელდა
სარატოვში, „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის დროს, დრონი საცხოვრებელ შენობას შეეჯახა, ორი ადამიანი დაიღუპა.
ბრიტანეთის მეფე აცხადებს, რომ მისი კიბოს მკურნალობა შესაძლოა შეწყდეს
საპატრულო პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი