|
2025-09-23 18:12:52, 5386 ნახვა
კულტურა
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერით ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება
რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე ანსამბლ „ჰერიოს“ რიგით მეორე სოლო კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ანსამბლის 15-წლიან შემოქმედებით გზას აჯამებს. საიუბილეო კონცერტის ერთ-ერთი მხარდამჭერია „საირმეს რეკრეაციული ფერმა“, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბიზნესის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ჩართულობას კულტურული პროექტების განვითარებაში.
ბელა კოხოძე, ,,საირმეს რეკრეაციული ფერმის" მარკეტინგის მენეჯერი: „ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტის მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არ არის მხოლოდ საკონცერტო საღამო - ეს არის ქართული მუსიკისა და ტრადიციების შენარჩუნების გზა, რომელსაც დიდი გავლენა აქვს საზოგადოების კულტურული ცნობიერების ამაღლებაზე. „საირმეს რეკრეაციული ფერმისთვის“ პრიორიტეტია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ქართული კულტურის განვითარებას ემსახურება. ეს პარტნიორობა აერთიანებს მუსიკალურ ინიციატივებს, საზოგადოების აქტიურ ჩართულობასა და ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ სიამაყით ვდგავართ „ჰერიოს“ გვერდით ამ მნიშვნელოვან დღეს, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, კულტურისა და შემოქმედებითობის ზეიმია“.
„ჰერიო“ 2010 წელს შეიქმნა და მალევე გახდა ფართო საზოგადოებისთვის საყვარელი ანსამბლი. ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერების შესრულებით „ჰერიომ“ მოიპოვა მსმენელის სიყვარული როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. სოლო კონცერტის პროგრამა სპეციალურად იუბილესთვის შეიქმნა და მოიცავს როგორც ახალ ნამუშევრებს, ისე ყველასათვის ცნობილ და საყვარელ სიმღერებს. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია დუეტებიც, რაც საღამოს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის. კონცერტში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები: ეკა მამალაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო გელაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ქეთი ქართველიშვილი, ანა ღლონტი, თემურ თათარაშვილი, დათუნა სირბილაძე, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები და ანსამბლი „შვიდკაცა“. ანსამბლს ასევე შეუერთდება კამერული ორკესტრი და ინსტრუმენტული ბენდი.
ნიკოლოზ კირვალიძე, ანსამბლ „ჰერიოს“ ხელმძღვანელი: „ჩვენს სოლო კონცერტზე საგანგებოდ შერჩეულ პროგრამას წარვადგენთ. ეს იქნება ახალი და ძველი სიმღერების, დუეტებისა და იმ გამოცდილების სინთეზი, რომელიც წლების განმავლობაში დავაგროვეთ. განსაკუთრებულად გამოვყოფ პარტნიორების თანადგომას. „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერა მხოლოდ ფინანსურ ჩართულობას არ გულისხმობს - ის აერთიანებს ნდობას, მეგობრობასა და საერთო მიზნისკენ, კერძოდ, ქართული კულტურის პოპულარიზაციისკენ სვლას“. ანსამბლ „ჰერიოს“ კონცერტი 29 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება.
უკრაინამ კასპიის ზღვაში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობპლატფორმებზე ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორე დარტყმა განხორციელდა
სარატოვში, „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის დროს, დრონი საცხოვრებელ შენობას შეეჯახა, ორი ადამიანი დაიღუპა.
ბრიტანეთის მეფე აცხადებს, რომ მისი კიბოს მკურნალობა შესაძლოა შეწყდეს
საპატრულო პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|





ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)