|
2025-12-11 19:18:57, 3008 ნახვა
პოლიტიკა
Bloomberg: ორბანი განიხილავს, შეცვალოს კონსტიტუცია და დაიკავოს პრეზიდენტის თანამდებობა
გამოცემა Bloomberg წერს, რომ უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ფიქრობს შესაძლებლობებზე, თუ როგორ შეინარჩუნოს ძალაუფლება აპრილში დაგეგმილი არჩევნების შედეგების მიუხედავად. Bloomberg-თან ანონიმურობის პირობის დაცვით წყარო ამბობს, რომ იმ პირობებში, როდესაც ზოგიერთი გამოკითხვა არჩევნებისთვის ოპოზიციის ორნიშნა უპირატესობას აჩვენებს, ვიქტორ ორბანი განიხილავს შესაძლებლობას, რომ თავად დაიკავოს პრეზიდენტის თანამდებობა და კანონები ისე შეცვალოს, რომ ეს პოსტი ყველაზე გავლენიანად იქცეს. პრემიერმა ვიქტორ ორბანმა საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის შესაძლებლობაზე გასულ თვეში, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა და თქვა, რომ ამ სისტემაზე გადასვლა "ყოველთვის დღის წესრიგშია". უნგრეთის პარლამენტმა სამშაბათს დაამტკიცა ვიქტორ ორბანის პარტიის, ფიდესის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მომავალში კანონმდებლებს პრეზიდენტის თანამდებობიდან მოხსნას მეტად გაურთულებს. Bloomberg წერს, რომ თუ ვიქტორ ორბანის პარტია ფიდესი აპრილში გაიმარჯვებს, ვიქტორ ორბანს შესაძლებლობა ექნება, პრეზიდენტის რანგში თავად მართოს პროცესები, ხოლო ყოველდღიური სამთავრობო საქმეები სანდო მოკავშირეს გადააბაროს. დამარცხების შემთხვევაში კი, ვიქტორ ორბანი, პრეზიდენტის როლში, შეძლებს შეზღუდოს ოპოზიციური პარტია ტისას ლიდერის, პეტერ მაგიარის ხელისუფლება. ამ გეგმის განსახორციელებლად ვიქტორ ორბანს აპრილის არჩევნებამდე პარტია ფიდესის საკონსტიტუციო უმრავლესობის პარლამენტში გამოყენება დასჭირდება, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა კი, რომელსაც ვადა 2029 წელს ეწურება, თანამდებობა უნდა დატოვოს.
გარემოსდაცვამ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს
პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
კახეთის პოლიციამ ქურდობის 11 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა სუმის ოლქის სასაზღვრო სოფლის 50 მცხოვრები გაიტაცეს
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის ოლქის მსხვილ ნავთობპორტში მდებარე ნავმისადგომებსა და გემებს შეუტიეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)