2025-12-23 13:08:04, 5067 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - მეარაყიშვილის დააკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ და თქვენს ინფორმაციას ვეყრდნობი
თამარ მეარაყიშვილის დააკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ და თქვენს ინფორმაციას ვეყრდნობი, მაგრამ სამწუხაროდ, არის ფაქტები, როცა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება ხდება, – ამის შესახებ საქართველოს ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თავისთავად, როცა საქმე შეეხება უკანონო რეჟიმს, ნებისმიერი ასეთი ქმედება თავისი არსით უკანონოა.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როცა ბრალდებების შინაარსი თავისი არსით უკანონოა. ყველა ზომას მივმართავთ, რომ ასეთი უკანონობა შეწყდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,