|
2025-01-08 12:56:58, 19435 ნახვა
სპეციალური ანონსი
„გაიფიცე საქართველო!“ - 15 იანვარს 15 საათზე 3 საათის განმავლობაში გამაფრთხილებელი გაფიცვაა დაანონსებული
„გაიფიცე საქართველო!“ – 15 იანვარს 15 საათზე 3 საათის განმავლობაში გამაფრთხილებელი გაფიცვა დაანონსდა. Facebook-ში ჯგუფიც შეიქმნა, სადაც კონსულტაციის მიღების მიზნით მოქალაქეებს დაკავშირება შეუძლიათ. „დროებით დაკეტეთ თქვანი სამსახურის კარი და განათავსეთ გამაფრთხულებელი ნიშანი – გაფიცვა. რატომ უნდა გაიფიცო? გაფიცვით ვაჩვენებთ თუ რა გველის იზოლაციის პირობებში: გაჩერებული ეკონომიკა, დაკეტილი ბიზნესი, სიღარიბე და უმუშავრობა. შენ შგიძლია დააჩქარო არსებული კრიზისის დასრულება. დაითანხმო ხელისუფლება გაათავისუფლოს უდანაშაულოდ დაკავეული 51 აქტივისტი და დანიშნოს ახალი არჩევნები. როგორც გავიფიცოთ? დაელაპარაკე შენს თანამშრომლებს, როლებიც იზიარებენ გაფიცვის მოთხოვნებს, დაგეგმეთ გაფიცვა და შეატყობინეთ მენეჯერს ამის შესახებ. თუ მენეჯმენტიდან წინააღმდეგობას შეხვდებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. შეგიძლიათ თქვენი მომხმარებლები წინასწარ გააფრთხილოთ დაგეგმილი გაფიცვის შესახებ. ამ მიზნით შეგიძლიათ თქვენი დასაქმების ადგილზე გააკრათ გამაფრთხილებელი წარწერა“,- აღწერილია ჯგუფში „გაიფიცე საქართველო.“
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
ნავროცკიმ ზელენსკის ვარშავაში ვიზიტს რუსეთისთვის ცუდი ამბავი უწოდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)