2025-12-27 20:30:40, 396 ნახვა
სამართალი
ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღინისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე მეია მელქაძემ მიიღო.
ახალაიას სხდომა, პროკურორის მოთხოვნით, დახურეს. ექსმინისტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და პროცესის სრულ საჯაროობას მოითხოვს.
ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა - წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,