|
2025-12-08 20:00:05, 997 ნახვა
მსოფლიო
ოთხი ლიდერის შეხვედრა ლონდონში დასრულდა, სტარმერმა და ზელენსკიმ მოლაპარაკებები განაგრძეს
ლონდონში დასრულდა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის ლიდერების ერთობლივი შეხვედრა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და უკრაინის პრეზიდენტი ორმხრივ მოლაპარაკებებს მართავენ. ამის შესახებ SkyNews იტყობინება. 17:00 საათამდე ცოტა ხნით ადრე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში ჯგუფური ფოტოს გადასაღებად გავიდნენ. რეპორტიორები ცდილობდნენ მათთვის კითხვების დასმას, მაგრამ ლიდერებმა არ უპასუხეს. მოკლე საუბრისა და ხელის ჩამორთმევის შემდეგ, მაკრონი და მერცი პრემიერ-მინისტრის კაბინეტიდან გავიდნენ, ხოლო სტარმერი და ზელენსკი შენობაში დაბრუნდნენ, რათა კერძო ფორმატში გაეგრძელებინათ მოლაპარაკებები. ლიდერების შეხვედრა კიევის დროით დაახლოებით 15:30 საათზე დაიწყო. დღეს საღამოს ზელენსკი ბრიუსელში გაფრინდება, სადაც ის ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოსტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრას გამართავს. უკრაინის პრეზიდენტს სამშაბათს რომში ელოდებიან. ზელენსკის დიპლომატიური ტურნე უკრაინელ და აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის „სამშვიდობო შეთანხმების“ შესახებ შეხვედრების სერიას მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)