|
2025-12-29 16:29:45, 4638 ნახვა
საზოგადოება
უამინდობამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა - რთული მდგომარეობაა იმერეთისა და სამეგრელოში
დღეს დილიდან დასავლეთ საქართველოში უამინდობამ მაღალი და დაბალი ძაბვების ელექტროქსელის დაზიანება გამოიწვია - ინფორმაციას ენერგო-პრო ჯორჯია ავრცელებს. მათი თქმით, ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. "კომპანიის დამატებითი ბრიგადები დანარჩენი საქართველოდან უკვე ჩასულები არიან დაზიანების ადგილებზე. განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებში ელექტეოენერგიის მიწოდება შეფერხებული ჰქონდა რკინიგზას. რიკოთის მონაკვეთი უკვე აღდგენილია, თუმცა, ქუთაისთან სამგზავრო მატარებელი გაჩერებულია. აღნიშნულ მონაკვეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეძლებისდაგვარად დროულად აღუდგება ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური საგანგებო რიჟიმში იმუშავებს იქამდე, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება", - წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)