|
2024-12-27 10:58:39, 423 ნახვა
ეკონომიკა
რა უნდა იცოდე სესხების შესახებ
სესხები თანამედროვე ფინანსურ ინსტრუმენტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრაქტიკული გზაა, რომელიც ადამიანებს ეხმარება ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში. ეს შეიძლება იყოს ახალი სახლის ყიდვა, ბიზნესის დაფინანსება, სწავლის საფასურის გადახდა ან თუნდაც დროებითი ფინანსური სირთულეების გადალახვა. თუმცა, ნებისმიერი ტიპის სესხის აღება მოითხოვს პასუხისმგებლობას და სწორად გააზრებას. რა არის სესხი? სესხი არის ფინანსური შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ფიზიკური ან იურიდიული პირი იღებს გარკვეულ თანხას კონკრეტული პირობებით. ძირითადად, სესხები მოიცავს:
რა სახის სესხები არსებობს სესხები შეიძლება დაიყოს რამდენიმე კატეგორიად:
გათვლილია პირადი საჭიროებების დაფინანსებაზე, როგორიცაა სახლის რემონტი, მოგზაურობა ან სხვა ნებისმიერი. სამომხმარებლო სესხი, სხვა ტიპის სესხებისგან განსხვავებით, ყველაზე გავრცელებული ტიპის კრედიტია.
იპოთეკური სესხი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი გრძელვადიანი მიზნობრივი კრედიტია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია შეიძინო, ააშენო ან გაარემონტო უძრავი ქონება - მაგალითად, საკუთარი სახლი, ბინა, აგარაკი ან მიწის ნაკვეთი.
ბიზნეს სესხები – მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესებისთვის განკუთვნილი სესხებია. ბიზნეს სესხი მეწარმეებს აძლევს აუცილებელ სახსრებს ბიზნესის დაწყებისთვის, გაფართოებისთვის ან შესანარჩუნებლად. ამ ტიპის სესხით შეგიძლია შეიძინო შენი ბიზნესისთვის საჭირო ყველა სახის ინვენტარი და დაფარო სხვადასხვა საოპერაციო ხარჯი.
საკრედიტო ბარათი ერთგვარი სამომხმარებლო სესხია და არ აქვს მნიშვნელობა რა მიზნობრიობით აპირებ მასზე განთავსებული თანხის გამოყენებას. ის განახლებადი კრედიტის სახეობაა და სესხის გამცემი ორგანიზაცია წინასწარ ვერ განსაზღვრავს, რა პერიოდულობით აითვისებ კრედიტის თანხას.
აგრო სესხები სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობია. ეს სერვისი მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომია როგორც ადგილობრივი ფერმერებისთვის, ისე ამ სფეროში ბიზნეს საქმიანობის დამწყები პირებისთვის.
სტარტაპ სესხით სესხის გამცემი ორგანიზაციები ეხმარებიან სტარტაპერებს საკუთარი კრეატიული იდეის წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბებაში.
ავტო სესხი საშუალებას გაძლევს მარტივად იყიდო შენი ოცნების ავტომობილი. შესაძლებლობა გაქვს გადაწყვიტო, რომელი ტიპის სესხი იქნება შენთვის უფრო ხელსაყრელი: ავტო ლიზინგი თუ სტანდარტული ავტო სესხი.
ეს არის მცირე თანხები, რომლებიც, როგორც წესი, მოკლე ვადით გაიცემა. რა უნდა გაითვალისწინო სესხის აღებისას პირველ რიგში საჭიროა განსაზღვრო რა ტიპის სესხი გჭირდება და რა მოცულობის თანხა დაგეხმარება შენი მიზნების განხორციელებაში. მიკრო ბანკი MBC ერთ-ერთ საუკეთესო პირობებს გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის სესხის ასაღებად. დეტალებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს. როგორც წესი, სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტი განსხვავებულ პირობებს გვთავაზობთ. ამიტომ, აუცილებელია, შევადაროთ ერთმანეთს საპროცენტო განაკვეთები, დაფარვის ვადები და სხვა დეტალები.
და ბოლოს, სესხი აიღე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დარწმუნებული ხარ, რომ შეძლებ მის დროულად დაფარვას.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)