08:18 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 02:01:28, 3665 ნახვა

ჟურნალისტის ბლოგი: განადგურდა ის "status quo" რომელიც 10 ნოემბრის დილამდე არსებობდა

გიორგი ფოფხაძე - ჟურნალისტი

ამერიკის არჩევნებმა პირდაპირ და მეტაფორების გარეშე დაანახა მსოფლიოს რომ, რეალობაში განადგურდა ის status quo რომელიც 10 ნოემბრის დილმდე არსებობდა მსოფლიო პოლიტიკაში. პლანეტის ყველაზე მძლავრმა ქვეყანამ, პრეზიდენტად აირჩია ადამიანი, რომლეიც მისი წინამორბედი პრეზიდენტისგან განსხვავებით მხოლოდ "შედეგზეა მოტივირებული" და რომ ეს ასეა ტრამპის ბიოგრაფიაში, ის ორი მომენტიც მიგვანიშნებს როდესაც "ძია დონალდი" გაკოტრდა და ორივე შემთხვევაში შესძლო მილიარდების დაბრუნებაც და მძლავრი ფინანსური იმპერიის აშენებაც. ამერიკული არჩევნების ამ შედეგს არავინ არ ელოდა, არც ამერიკის და არც ევროპის ლიბერალურ წრეებში, რომლებიც რატომღაც მხოლოდ საქართველოში მოიხსენიებიან "დემოკრატიის" მიმდევრებად არა და ევროპის იმ ქვეყნებში სადაც მემარჯვენეები და მემარჯვენე ცენტრისტები მართავენ და რომელ ქვეყნებშიც დემოკრატიის მაჩვენებელი გაცილებით მეტია ვიდრე ლიბერალების მართულ ევროპის სახელმწიფოებში. ოკ, ქართველებს დემოკრატიის საკუთარი საზომი გაგვაჩნია არსენას არშინივით და პრინციპით "ვინც ჩვენსავით არ ფიქრობს გილიოტინაზე გასაყვანია" მაგრამ, დავუბრუნდეთ ისევ ნამდვილი დემოკრატიის სამყაროს და გავაანალიზოთ რა ხდება დღეს ცივილიზებულ ქვეყნებში სადაც მოვლენების ზუსტი და სკურპულოზური შეფასებები სჩვევიათ. ევროპელი ანალიტიკოსები და პირველ რიგში პოლიტიკოსები (ნუ რა თქმა უნდა ულტრალურჯი მარინ ლეპენის და ულტრაყვითელი ბელგიელი მემარჯვენე ფილიპ დევინტერის გარდა, რომლებმაც ტრამპისთვის მილოცვა ყველას დაასწრეს)...ყოველგვარი დიპლომატიური მეტაფორების გარეშე საუბრობენ რომ, ამერიკაში პრეზიდენტის სავარძელში ჩაჯდა კაცი, რომელსაც მთავრობაში კი არა და პოლიტიკაში საქმიანობის ერთდღიანი გამოცდილებაც კი არ გააჩნია. თუმცა ფაქტია რომ, ამერიკელებმა თავისი არჩევანი შეაჩერეს არა საკუთარ ლიბერალურ იდეებში სპარსული კატასავით კმაყოფილებით მოკრუტუნე ჰილარი კლინტონზე, არამედ პოლიტიკურ ნეოფიტზე, რომელიც ამომრჩეველს სათაგურში დაგებული სურნელოვანი ყველის მსგავს ლოზუნგს "გავხადოთ ამერიკა ისევ უძლეველი" ("Make America Great Again") სთავაზობდა. 
ევროპელი პოლიტიკური ლიდერები ღიად აღნიშნავენ რომ ამ "მდოგვივით ცხარე კაცთან" ურთიერთობების აწყობა საკმაოდ რთული იქნება, ევროპელი ანალიტიკოსები კი წინასწარმეტყველებენ რომ, ბებერ კონტინენტსაც დიდის ალბათობით დომინოს პრინციპის მსგავსად გადმოედება ულტრამემარჯვენე პარტიების გაძლიერება და ლიბერალური ფრთის აბსოლუტური დაკნინება, მითუმეტეს საფრანგეთსა და ბელგიაში სულ ახლახან მომხდარი ტერაქტების ფონზე, როდესაც ულტრამემარჯვენე და მემარჯვენე ცენტრისტულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ხმამაღლა და გამოთქმით დაწყევლეს და მომხდარში მთელი პასუხისმგებლობა დააკისრეს "რბილი პოლიტიკის" მიმდევარ მმართველ პარტიებს რომელთა მართლაც და გაუაზრებელმა "ზელიბერალიზზმმა" და "მულტიკულტურულ-პოლიტკორქტულობამ" სავალალო შედეგი გამოიღო ბებერი კონტინენტის- ლოკომოტივ ქვეყნებში. ამიტომ ევროპელი ანალიტიკოსები დღეს უკვე ალაპარაკდნენ "ამერიკიდან მობერილ ძლიერ ქარზე" რომელმაც შესაძლებელიამ საფრანგეთში, ბელგიასა და ავსტრიაში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსების ხელისუფლების სადავეებამდე აღზევება გამოიწვიოს. თანაც იმ ფონზე რომ, ზუსტად იმ ლიბერალურ პოლიტიკურ ევროპულ ძალებს "უცნაურ ამერიკელთან" მომავალი კომპრომისული ურთიერთობის არანაირი გეგმა არ გააჩნიათ და პირიქით წნევადარტყმული ავადმყოფის თვალებით იცქირებოდნენ ტელეეკრანებიდან. 
უფრო მეტიც, როგორც დღეს ფრანგულმა რადიომ "RTL" -მა გადმისცა ელისეს სასახლეში პრეზიდენტ ფრანსუა ჰოლანდს მხოლოდ ჰილარი კლინტონის სახელზე დაწერილი მილოცვის დეპეშა ჰქონდა მომზადებული და მთელი დღის განმავლობაში ერთ მარტივ და ორ რთულ წინადადებასაც ვერ ამბობდა უმარტივესი შორისდებულებით, როგორ წარმოუდგენია ამერიკის იმ ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა რომელსაც უკვე პრეზიდენტი ტრამპი ამ დღებშივე შემოგვთავაზებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა მხოლოდ ის გვამცნო რომ, ტრამპის არჩევით - "გაურკვევლობის ეპოქა დაიწყო" ... ფრანგ სოციალისტს არ ჩამორჩა გერმანელი სოციალისტი და ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი რომელმაც ნაძალადევი ღიმილით შემოგვღაღადა რომ, "ეს ყველაფერი საერთო გაურკვევლობას ბადებს" თუმცა არც ერთ ღრმადპატივცემულ პოლიტიკოსს არ დაუკონკრეტებია მათი აზროვნების რუქაზე რას ნიშნავს განუსაზღვრელი ფორმის ფრაზა "გაურკვევლობა"... ან როგორ შეიძლება ამ "გაურკვევლობის" აღმოფხვრა და რა წინააღმდეგობას შეიძლება წააწყდეს ევროპა ამ "გაურკვევლობის აღმოფხვრის გზაზე"? 
ასეა თუ ისეა დღეიდან მსოფლიო ფართო თვალებით და გაფაციცებული დააკვირდება რა პირველ ნაბიჯებს გადადგამს ამერიკის ორმოცდამეხუთე პრეზიდენტი, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო ასპარეზზე და რა ახალი პოლიტიკური საჭადრაკო პარტია გაიშლება უახლოეს მომავალში?





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics