|
2016-10-11 12:18:08, 1031 ნახვა
გიორგი წიკლაურის ბლოგი: არჩევნები 2016 - ნაბიჯი უკან!
არჩევნები დემოკრატიის მთავარი მექანიზმია, რომლის საშუალებითაც პარტიები მთავრობის საქმიანობაზე კონტროლის მოპოვებას ცდილობენ. სწორედ ამ გზით,ქვეყნის ისტორიაში პირველად,2012 წელს ხელისუფლების სათავეში ოპოზიციური სპექტრი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოვიდა. რეალურად,ხელისუფლების ცვლილება არა სამხედრო გადატრიალებით და რევოლუციით, არამედ დასავლეთში დამკვიდრებული პოლიტიკური პრაქტიკით მოხდა. 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნებით, ქვეყანა ძალიან სახიფათო პოლიტიკური დღის წესრიგის პირისპირ აღმოჩნდა. კერძოდ,მკითხველის ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან და საინტერესო აქცენტზე შევაჩერებ: 1. პროპორციულ არჩევნებში მმართველი ძალის 49% ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ყუთთან მისული ელექტორატის დაახლოებით ნახევარმა მხარი დაუჭირა მთავრობის პოლიტიკას, რაც რეგისტრირებული მთლიანი მოსახლეობის 24%-ია.(ხოლო რეგისტრირებული ამომრჩევლის 25%). ეს რეზულტატი კი ნამდვილად არასახარბიელო და დაბალი ლეგიტიმაციის მაჩვენებელია, რაც სრულად ასახავს მოსახლეობის ნეგატიურ განწყობას ხელისუფლების საქმიანობის მიმართ.(ეს პუნქტი ჩემგან თამარ ჩუგოშვილს ბოდიშის მოხდით) !!! 2. დამკვიდრებული მანკიერი მაჟორიტარული სისტემა მმართველ პოლიტიკურ ელიტას საშუალებას აძლევს,საკანონმდებლო საქმიანობასა და მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტებაში დომინანტური პოზიციები მოიპოვოს. (ჩემი აზრით, ადგილობრივი ფეოდალების ხარჯზე ასეც მოხდება,დიდი ალბათობით). საბოლოოდ,ვიღებთ წამყვან პარტიას უზრუნველყოფილი საკონსტიტუციო უმრავლესობით, რაც ქვეყნის დემოკრატიულ მისწრაფებებს ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დააყენებს. 3. ქვეყნის მეცხრე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში (5%) და აჭარის უმაღლეს საბჭოში (10%)პრორუსული, ულტრა მემარჯვენე ძალა შედის. ეს ნიშნავს იმას, რომ პრორუსული პოლიტიკის მომხრე ადამიანთა რიცხვი იზრდება, მინიმუმ არ შემცირებულა. რუსული ალტერნატივა შიდა პარტიული გათიშულობისა და დაპირისპირების ფონზე ძლიერდება. ასე,ანტითურქული განწყობებითა და ცეკვით,პარტიას ეყოლება მანდატით აღჭურვილი 5 ადამიანი. ამ მოცემულობაში კი რამდენადაც უნდა გაგვიჭირდეს, აუცილებლად უნდა გადავიკითხოთ, „გავაანალიზოთ“ მათი დაპირებები და საარჩევნო პროგრამა. 5. ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ახალ პარლამენტში ვერ იხილავ „რესპუბლიკელების“ და „თავისუფალი დემოკრატების“ რამდენიმე წარმომადგენელს. მაგრამ მიზეზებსა და შედეგებზე , აუცილებლად, პარტიების შიგნით უნდა იმსჯელონ. ნეგატიური პათოსით სავსე „თანამშრომლობამ“ და კომპრომისებმა ევროპული ალტერნატივის მომხრე ძალები ასეთი კრახის წინაშე დააყენა. მხოლოდ პრო-ევროპული საგარეო აქცენტებით ამომრჩეველს ვერ მოხიბლავ და საჭიროა უფრო აქტიური ქმედებები. ლიბერალურ პარტიებს ძალიან დიდი აქტვივი გააჩნდათ ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, რათა ელექტორატის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარი საარჩევნო პლატფორმის გარშემო გააერთიანებინათ. თუმცა,ქართული პოლიტიკის სინდრომმა, ძალაუფლების სიყვარულმა, აქაც იმძლავრა და გაერთიანება ვერ შედგა.წინასწარი კვლევებით და გამოკითხვებით,არცერთ პარტიას, ცალკე აღებულს, 5 პროცენტიანი ბარიერის გადალხვის შანსი არ ჰქონდა. 6. „ნაციონალური მოძრაობა“-პარტიამ საკმაოდ კარგად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა ოდიოზური ლიდერის ბოლოდროინდელმა აგრესიულმა პათოსმა(გადმოვცურავ ზღვას, გვირაბით მოვალ) უფრო მეტი ნეგატიური ემოციით დამუხტა ამომრჩეველი, რამაც საბოლოოდ, არჩევნების შედეგებს დიდი დარტყმა მიაყენა. სამწუხაროდ,პარტიის პოლიტიკური რებრედინგი ვერ განხორციელდა და სააკაშვილის კომენტარებმაც დათვური დახმარება გაუწია. პრიმიტიულმა აზროვნებამ და დამოკიდებულებამ ოპოზიციური სპექტრი სრული კრახის წინაშე დააყენა. ჩემი აზრით, პარტიის მხრიდან ლეგიტიმური არჩევნების ბოიკოტირება და მეცხრე მოწვევის პარლამენტში არშესვლა უკიდურესად საშიში, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური აქტი იქნება. ნახევარი მილიონო ამომრჩევლის მანდატზე უარის თქმა, უპასუხისმგებლო საქციელი და პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია. მაშინ, როდესაც პარლამენტს მიღმა დარჩენილი ლიბერალური პარტიის ლიდერები ბრძოლის არენას ტოვებენ, ნაციონალურ მოძრაობას შანსი ეძლევა ძლიერი დასავლური კოალიცია შექმნას თავის ირგვლივ და ხელისუფლებას კონსტრუქციული ოპონირება გაუწიოს. 7. ეგზიტპოლები, როგორც პოლიტიკური მანიპულაციების და ბინძური ურთიერთბრალდებების იარაღი-ყველამ ნათლად დაინახა როგორც “TNS OPINION”-ის, ასევე „GFK”-ის საანდოობის ინდიკატორები. ნდობის ხარისხი- ნული! 8. ვინც ფიქრობს, რომ 2016 წლის არჩევნებმა „უპრეცედენტოდ“ მშვიდობიან გარემოში ჩაიარა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები ყურადღებით უნდა წაიკითხოს. რამდენიმე უბანზე, მათ შორის მარნეულის, ზუგდიდის, ჯიხაშკარის, ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ასევე,ზოგიერთი უბნის შედეგი ბათილად გამოცხადდა. წინა წლებთან შედარებით(2013-2014) გაუარესებაც თვალსაჩინო გახდა. ჩემი აზრით, პროგრესსა და განვითარების სამომავლო პერსპექტივებს მეცხრე მოწვევის პარლამენტი დიდ საფუძველს ნამდვილად ვერ შეუქმნის. პოლიტიკური ზიზღი და გათიშულობა უკონტროლო უმრავლესობის პირობებში-სამომავლოდ ძალიან საშიში რეალობის წინაშე დააყენებს ქვეყანას. (ძალიან მინდა ვცდებოდე)!!!
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)