08:18 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 00:55:45, 1127 ნახვა

ალექსანდრე ვაშაკიძე: რატომ წააგეს “რესპუბლიკელებმა”

„მადლობა ყველას ვინც მხარი დამიჭირა“- საჯაროდ განაცხადა დამარცხებულმა დავით უსუფაშვილმა. მსგავსი საჯარო განცხადებები არჩევნების შემდეგ ნორმალურია. თუმცა „რესპუბლიკელებს“ საჯარო მადლობის გარდა შეეძლოთ თავისი თითოეული ამომრჩევლისთვის ხელიც ჩამოერთვათ- ეს დიდ დროს არ წაიღებდა.

ამაყმა პროევროპულმა პარტიამ ხმების 2%-ზე ნაკლები აიღო. სახელისუფლებო პარტიიდან ისევ ჩამოვერაფრისმქმნელდნენ.

დამარცხების მთავარი მიზეზი „რესპუბლიკურ“ პარტიაშია. წინასაარჩევნო პერიოდში გაურკვეველი იყო თუ ვინ უნდა ყოფილიყო მათი ამომრჩეველი.

მაილანდური ბუწიკების სიყვარულით „რესპუბლიკელებს“ ხმას არავინ მისცემს. ევროპის სიყვარული თუ საგარეო პოლიტიკა არჩენების ბედზე დიდ შედეგს ვერ ახდენს. ვერც საქართველოში და ვერც სხვაგან.

„რესპუბლიკელებს“ მხარი მოწყვლადმა ჯგუფებმაც არ დაუჭირეს. რესპუბლიკელებმა ძალიან თამამი ვიდეო რგოლი ჰომოფობიის წინააღმდეგ პარტიის საიტზეც კი არ გააზიარეს. ვიდეო არ გაუზიარებია არც პარტიის ლიდერებს. თინა ხიდაშელმა კი პარალელურ რეჟიმში დავით უსუფაშვილის ძველი განცხადება ამოქექა, სადაც ის გეი მერიჯს ეწინააღმდეგებოდა.

სამოქალაქო კოდექსში ქორწინების განმარტების შემქებნი, მაგრამ კონსტიტუციაში იმავეს არ მომწონებელი „რესპუბლიკელები,“ ცდილობდნენ ორ მოედანზე ეთამაშათ. ამით უმრავლესობის გულებს ვერ იგებდნენ, უმცირესობას კი მოტივაციას უკარგავდნენ, რომ მათი პარლამენტში მოხვედრისთვის ებრძოლათ.

„რესპუბლიკელების“ დამარცხების მიზეზიც სწორედ ეს მოზომილი და უმრავლესობის სასარგებლოდ დაბალანსებული პოლიტიკაა. პარტიაში ვერ მიხვდნენ, რომ მისი დასაყრდენი ძალა უმცირესობები იყო. სხვადასხვა უმცირესობები რომელთა ჯამიც 5%-ს დიდად სცდება.

პარტიას არ გაუკეთებია ხმამაღალი განცხადებები ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საჭიროებაზე.

პარტიას არ მოუთხოვია საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის არსებული კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმება.

კათოლიკე თემს არ უგრძვნია რესპუბლიკელების გვერდზე დგომა, მიტაცებული ტაძრების დაბრუნების მცდელობაში.

უმრავლესობასთან რესპუბლიკელების კეკლუცობის დამადასტურებელი იყო, მათი მხრიდან ივანიშვილის მოზომილი კრიტიკაც. უკვე ოპოზიციაში წასულებიც ისე იქცეოდნენ, თითქოს ისევ ხელისუფლებაში იყვნენ.

კომპრომისებზე წასვლა პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ გაუგებარია როდესაც ამ კომპრომისს საარჩევნო ხმა არ მოაქვს. სჯობს „რესპუბლიკელებმა“ თავიანთი რიტორიკა გაამკაცრონ, მითუმეტეს ეს პარლამენტს გარეთ დარჩენილ პარტიას ეპატიება. უმცირესობებმა უნდა ვიგრძნოთ რომ არა მხოლოდ გვიცავენ, არამედ ჩვენთვის იბრძვიან კიდეც. მხოლოდ ამ შემთხვევაში „რესპუბლიკელებს“ 2020 წლის არჩევნებში ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ. იბრძოლეთ უმცირესობებისთვის. ჩვენ ვართ თქვენი მომავალი ელექტორატი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics