|
2016-10-06 22:28:52, 2557 ნახვა
ირაკლი კოლფილდის ბლოგი: გააკეთე ეს... საქართველოსთვის!
8 ოქტომბერი არის დღე, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს 9 ოქტომბრიდან როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, როგორი ეკონომიკური მდგომარეობა გვექნება, ვინ და როგორ დაიცავს ჩვენს უფლებებს და რამდენად მშვიდ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. ამის გადაწყვეტა კი თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ხმით გვევალება. მოდი არჩევნებზე... შენი შვილებისთვის! მე ირაკლი ვარ, 19 წლის, მე მივდივარ არჩევნებზე, რათა ჩემი ერთი, მნიშვნელოვანი ხმით კიდევ უფრო დავასუსტო პრორუსული ძალები და განვამტკიცო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. მივდივარ, რათა ხელი შევუწყო ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკის გაუმჯობესებას და მქონდეს უკეთესი მომავალი. მოდი არჩევნებზე... შენი პატარა და/ძმის უკეთესი მომავალისთვის! ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ მათ ერთ ხმას არაფრის შეცვლა შეუძლია და ეს არის იმის მიზეზი, რის გამოც ისინი არჩევნებზე წასვლას არ აპირებენ. ეს არასწორია, რადგან ყველას ხმა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. სწორედ მაშინ არის ხმა უმნიშვნელო, როდესაც ადამიანი მას არ იყენებს. არჩევნებზე არ წასვლა და ხმის არ მიცემა არსებულ რეალობასთან შეგუებას, ქვეყნის განვითარების ხელის შეშლას და სიბნელის მხარდაჭერას ნიშნავს. მოდი არჩევნებზე... ქვეყნის განვითარებისთვის! მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ჩვენ მოქალაქეებს უფლებების გარდა გაგვაჩნია მოვალეობები, რომელთა შორისაა არჩევნებზე წასვლის მოვალეობა. არჩვენებზე, რომელმაც შემდგომ ჩვენი ცხოვრება უნდა შეცვლოს უკეთესობისკენ ან უარესობსსკენ, და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არჩევანს გავაკეთებთ ბიულეტინის აღებისას. მოდი არჩევნებზე... ევროპული მომავლისთვის! ამიტომ ყველანი უნდა დავფიქრდეთ, რა გვირჩევნია? დავსხდეთ სახლებში 8 ოქტომბერს, ვუყურეთ სერიალებს, ფილმებს, დავლიოთ ყავა, ვჭამოთ, დავიძინოთ თუ წავიდეთ არჩევნებზე, მოვიხადოთ ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა [რომელიც მაქსიმუმ 30 წუთს წაგვართმევს], ხელი შევუწყოთ ქვეყნის განვითარებას და მეორე დღეს, უფრო მშვიდ გარემოში გავაკეთოთ იგივე, რაც არჩევნების დღეს უნდა გაგვეკეთებიანა? მოდი არჩევნებზე... პირადი კეთილდღეობისთვის! მე ირაკლი ვარ, 19 წლის, მე მივდივარ არჩევნებზე, რათა ჩემი ერთი, მნიშვნელოვანი ხმით კიდევ უფრო დავასუსტო პრორუსული ძალები და განვამტკიცო საქართვლოს ევროინტეგრაციის პროცესი. მივდივარ, რათა ხელი შევუწყო ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკის გაუმჯობესებას და მქონდეს უკეთესი მომავალი. მე მჯერა, რომ ჩემს ერთ ხმას ეს შეუძლია. მჯერა, რომ შენს ხმასაც იგივე შეუძლია. შენც წამოდი არჩევნებზე, შენც გააკეთე ეს... საქართველოსთვის!
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)