08:18 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 23:58:35, 3069 ნახვა

თამთა ქარქაშაძის ბლოგი: ვაკონა, ანუ სელექციური აბორტი და ფემინიზმი

 "საქართველოში ცხოვრობს 17 ადამიანი სახელად „მეწყინა“, ჩვიდმეტივე გოგოა,  31 არმინდა - აქედან 30 გოგოა,  76 ვაკონა (მეგრულად ნიშნავს არ უნდათ) , აქედან 74 გოგოა. არ უნდათ გოგოები საქართველოში, სწყინთ."-ეს ამბავი დაახლოებით ერთი თვის წინ,  ჩემმა მეგობარმა “facebook”-ში მომწერა და მას შემდეგ მიტრიალებს ფიქრებში .. არა , გამიგია, რომ არც ისე შორეულ წარსულში ჩვენთან სელექციური აბორტი ჩვეულებრივი , რიგითი მოვლენა იყო , მაგრამ ასე ღია , ცხად გამოვლინებას პირველად წავაწყდი. საინეტრესოა,  რომელი უარესია , ჩანასახშივე მოსპო მდედრობითი სქესის სიცოცხლე, მხოლოდ სასქესო ორგანოში არსებული განსხვავების გამო თუ მთელი ცხოვრება , როცა სახელით მიმართავ , ან მიმართავენ ახსენდებოდეს , რომ არ ელოდნენ,  არ უნდოდათ,  ეწყინათ და რომ ვაკონა?

 სელექციური აბორტი მას შემდეგ შემოვიდა მოდაში , რაც შესაძლებელი გახდა  ექოსკოპიური კვლევით ბავშვის სქესის დადგენა. ნაცვლად იმისა , რომ  მდედრი  ჩანასახის არსებობის სიხარული მამრის მსგავსი ყოფილიყო , მშობლებმა მასობრივად დაიწყეს დაუბადებელ ქალთა კვლა.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს , რომ ქალთა დისკრიმინაცია მხოლოდ საქართველოს ან აზიური ქვეყნებისა პრობლემაა. აგვისტოში საფრანგეთმა მუსლიმი ქალებისთვის ბურკინით- დახურული საცურაო კოსტუმით, ყოფნის აკრძალვა დაიწყო.  იმ საბაბით, რომ ფრანგებისთვის დამთრგუნველია, ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, მუსლიმურ სამოსში გამოწყობილ ადამიანებს უყურონ და ამავდროულად, თითქოსდა მუსლიმ ქალებს მოსალოდნელი აგრესიისაგან იცავდნენ. აკრძალვის ფაქტს საზოგადოებაში ორაზროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი ამბობდა , რომ ბურკინი ისედაც ქალთა უფლებებს არღვევს და კარგია თუ აიკრძალება.  ზოგი კი,  რელიგიურ დისკრიმინაციაზე საუბრობდა. თუმცა მუსლიმმა ქალმა რა უნდა  ქნას? თავის კაცს დაუჯეროს თუ ფრანგ კაცს ?  რა ქნას ქალმა, რომელსაც მხოლოდ ქმრის მორჩილება ასწავლეს?  დაემორჩილოს პოლიციელს,ნრომელიც ხდის თუ ქმარს რომელიც აცმევს?  მართალია , საფრანგეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ეს აკრძალვა გააუქმა , თუმცა გარკვეულ ტერიტორეიბზე, როგორც ცნობილია, მაინც დარჩა აკრძალვა.

ცოტა ხნის წინ ასეთთ საუბარს მოვუსმინე.

"-მე დავურეკე და ნორმალურად არც მომისმინა, ახლა ეგრევე გამოასწორა პრობლემა.

- კაცი რომ დაელაპარაკება მაინც სულ სხვაა. "

 

ამ  ყველაფრის ფონზე,  რთულია ისაუბრო თანასწორუფლებიანობაზე.საერთოდაც, აღარ უნდა გიკვირდეს , რომ  საზოგადოებაში სიტყვა ფემინიზმის მნიშვნელობა არასწორად ესმოდეთ. მას ისე აღიქვამდნენ , როგორც ქალის სურვილს კაცმა  მუდმივად რეცხოს ჭურჭელი და თავად ტელევიზორთან იწვეს. თუ ქალის უფლებების დაცვას დაიწყებ , მაშინვე გპასუხობენ , „თუ მაგარი ხარ შენც იმუშავე  შახტაში “ , „შენ იმუშავე ფიზიკურად“ და ა.შ.

რეალურად, ფემინიზმი ქალთა სოციალური როლის განვითარებისა და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის ბრძოლაა.თავისი პირვანდელი იდეით, ფემინისტური მოძრაობა სოციალურ  სოლიდარობას  ქადაგებდა. თუმცა დღეს პატრიარქატთან ერთად ქალის უმთავრეს მჩგვრელად კაპიტალიზმი იქცა. თან ისე რომ კაპიტალიზმი წარმატებით იყენებს ფემინიზმს სათავისოდ და რეალურ სახეს უკარგავს.  თანასწორობისთვის მებრძოლი ქალის ნაცვლად, ბიზნესმენობისათვის მებრძოლი ქალი მივიღეთ. ამის საუკეთესო მაგალითი, ბაია პატარაიას პათოსით გამოქვეყნებული განცხადება იყო.

"სრულწლოვანო ქალებო, შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ: არავის დედამიწის ზურგზე არ აქვს თქვენი რჩენის ვალდებულება, არც ქმარს, არც მშობლებს, არც არავის. " ქალბატონი ბაია , ვიცით , რომ არ უნდა გვვარჩენდნენ , მაგრამ პრობლემა ჩვენში კი არა დამსაქმებელში და ბაზარშია , რომელზეც მუშახელი „იყიდება“ . შეუძლებელია უფლებების დაცვისთვის იბრძოდემაშინ , როცა მიღებულია, რომ ქალს ჰქონდეს კაცზე დაბალი ხელფასი .სამწუხაროდ დამსაქმებლები ერთი და იგივე საქმის შესრულებისთვის ხშირად ქალსა და კაცს განსხვავებულ ანაზღაურებას სთავაზობენ. გენდერული თანასწორობის საკითხი , საზოგადოებრივი უთანასწორობის პრობლემის გადაჭრის ფონზე უნდა მოგვარდეს და არა ცალკე. რეალურად , ფემინიზმი ისეთივე უფლებების დაცვაა, როგორც სხვა დანარჩენი და არა უსაქმური ქალების ახირება, როგორც ამას ჩვენში "ასაღებენ".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics