08:18 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 22:56:04, 5987 ნახვა

ირაკლი კოლფილდის ბლოგი: საკმარისია, მაცადე ცხოვრება!

სხვისი პირადი ცხოვრების პირდაპირი თუ ირიბი კონტროლი მეზობლების, ნაცნობების, ხშირად, ოჯახის წევრების და გადამთიელი [მხოლოდ სახელი რომ ვიცით და ხშირ შემთხვევაში არც სახელი], ნათესავების საყვარელი საქმიანობაა და თვლიან, რომ ეს ნორმაა, სწორია და ასეც უნდა ხდებოდეს.

ვინ გაცილებს სახლამდე, ვის ხვდები, ვის წერ ფეისბუკზე, ვის რას ულაიქებ ან ვინ რას გილაიქებს, მათ აინტერესებთ და იციან ყველაფერი. საკუთარი ცხოვრების მუდმივი კონტროლი გსტრესავს, ნერვებს გიშლის, ჭკუიდან გადაყავხარ და გინდა გაექცე, სადმე დაიმალო და მოიქმედო ისეთი რამ, რაც სამუდამოდ გააჩუმებს მათ, მაგრამ ეს რთულია და ისინი კვლავ აგრძელებენ, აგრძელებენ და ასე დაუსრულებლად.

ისინი ადგენენ ნორმებს, რა უნდა გეცვას ან როგორ ხალხთან უნდა იურთიერთო, როდის უნდა გათხოვდე ან დაქორწინდე. თუ ოჯახის შექმნას სწავლა და კარიერა არჩიე თვალებგაფართოებული, მუდმივი უკმაყოფილებით გხვდებიან და თუ 25 წელს გადაცილებული ხარ და ოჯახი არ გაქვს შექმნილი თანაგრძნობა უჩნდებათ და მორიდებით გეუბნებიან - „სწავლა და კარიერა კი კარგია, მაგრამ იქნებ ოჯახზეც გეფიქრა - ცოტა“.

განსაკუთრებით გამაღიზიანებელია პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა შეკითხვით: „ცოლი როდის მოგყავს?“ ან „როდის თხოვდები?“ ამ დროს გინდა შენი ზრდილობა გადათელო და სამყაროს წალეკვამდე დაუყვირო - საკმარისია, მაცადე ცხოვრება!

პირადი ცხოვრების კონტროლი და ნორმების დადგენა ადრეული ასაკიდანვე იწყება. ბავშვობიდანვე გვასწავლიან როგორები უნდა ვიყოთ, ვინ უნდა გვიყვარდეს და ვინ გვძულდეს, „გვირჩევენ“ ვისთან ვიმეგობროთ და ვისთან - არა. უფროსი თაობის უმრავლესობა დღემდე ვერ შეეგუა და გაიაზრა, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და გაზრდასთან ერთად თავადვე უნდა გადაწყვიტოს - ვისთან ჰქონდეს ურთიერთობა, რა პროფესია აირჩიოს, რომელი რელიგიის მიმდევარი გახდეს, ან საერთოდაც არ გახდეს და ა.შ.

პირადი ცხოვრების კონტროლი საკმაოდ მძიმე და აქტუალური პრობლემაა ჩვენთვის - ახალი თაობისთვის. ამ პრობლემის გამო ხშირად გვიწევს რაღაც-რაღაცების დამალვა და მიჩუმათება. თუმცა, ჩვენ - ამ პრობლემა და ტკივილგამოვლილმა ბავშვებმა ზუსტად ვიცით, რომ ჩვენს შვილებს ყოველთვის მივცემთ თავისუფალ არჩევანს, რომ იცხოვრონ ისე, როგორც სურთ, იყვნენ ისეთები, როგორებიც უნდათ რომ იყვნენ, იმეგობრონ მათთან ვისთანაც სურთ და ატარონ ის ღირებულებები, რომლებსაც თავადვე აირჩევენ.

და, “როცა შენ ირგვლივ ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ როგორღაც, თავისთავად ხდება, რომ ისინი შენს ცხოვრებაში იჭრებიან, მერე კი თანდათან იმას ცდილობენ, რომ როგორმე შეგცვალონ და თუ მათი სურვილისამებრ არ შეიცვლები, ბრაზდებიან. ყოველმა მათგანმა ხომ ზუსტად იცის როგორ უნდა იცხოვრო ამქვეყნად, ოღონდ, რატომღაც საკუთარი ცხოვრება ჯერ ვერ აუწყვიათ”.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics