09:24 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-18 13:56:26, 1953 ნახვა

ანდრო ზღვისპირელის ბლოგი: ტყე შეუნახე შვილებსა ანუ როგორ გვკიდია ფეხებზე ტყე

არ ვუფრთილდებით გარემოს - არც შვილებზე ზრუნავს ქართველი და არც შვილიშვილებზე - არ გინდა მკითხველო, მითი იმაზე, რომ ვაჟას სიტყვებს „ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ შენი ვალია“ - ზედმიწევნით ვასრულებთ. საბურთალოზე, თბილისის ცენტრში კიდევ ერთი ვანდალური და ამაზრზენი ფაქტი მოხდა, მავანმა თუ ეშმაკმა საღ-სალამათი ნაძვები დაჭრა.

საქმე შემდეგში მდგომარეობდა:  ხეების მოჭრა დაიწყეს 17 აგვისტოს ყაზბეგის ქუჩაზე, რომელსაც დილიდან გარემოსდამცველების პროტესტი მოჰყვა – პარტიზანი მებაღეები და თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი. ყოფილი სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ტერიტორიაზე იგეგმება ორი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა, რომლის გამოც, შესული განაცხადის საფუძველზე, მერიის გამწვანების სამსახურმა 45 ხის გაჩეხვაზე გასცა ნებართვა. მერიის გამწვანების სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის ცნობით, მხოლოდ დაავადებული ხეების გაჩეხვაზე გასცეს ნებართვა.
ის რომ ხეები არის სრულიად საღი და ძვირფასი, ამაზე სულელიც დაგთანხმდება და დიდი ექსპერტობა არ უნდა ამ ყველაფრის შეფასებას. მაგრამ მერიის ჩინოსნები ისე გულმოდგინედ იტყუებიან, რომ არც მარჯვენა და არც მარცხენა თვალი არ უთამაშებთ. 
მოკლედ, მოჰყვა ამ ვანდალლიზმს პროტესტი, როგორ არ მოყვა, უმადური უნდა იყო კაცი, არ დაინახო „შეშფოთებულთა“ დიდვრანი სტატუსები სოციალურ ქსელში და მოთქმა იმაზე „რას გვიშვება ეს მთავრობა“ - მთავრობა იქამდე გიზამთ ბატონებო, სანამ „ფეიქბუქს“ არ გაცდებით და რეალურ პროტესტს არ გამოთქვამთ, იმაზე რაც თბილისს ქალაქს ხდება.
რეალური პროტესტი კი „პარტიზანმა მებაღემ“ ნატა ფერაძემ გამოთქვა, რომელიც აგერ მეორე დღეა თბილისის მერიასთან შიმშილობს. ფერაძე მოითხოვს, ყველა იმ პირის დასჯას, ვინც 17 აგვისტოს ყაზბეგის 24 ნომერში ხეების გაჩეხვაში მონაწილეობდა: “საღი ხე თუ მოიჭრა ეს იქნება სისხლის სამართლის საქმე და საღი ხე ნამდვილად მოიჭრა, ამიტომ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, თუ ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული.”
  ,,რა შეუბრალებელია ადამიანი?! რასაც კი დაინახავს, უნდა რომ თავის სასარგებლოდ მოიხმაროს.ალბათ ვერ აფასებს ჩვენს სილამაზეს! ჩვენ წინ კაცმა გამოიარა, ცალს მხარზედ ცული ედო, მეორეზედთოფი ეკიდა. მიადგა ერთს მშვენიერს ტოტგადართხმულს წიფელს, დაუშინა ცული და წააქცია.საბრალო, როდესაც წაიქცა, დაიკვნესა. ჩვენს იქით გუგულისკაბა ამოსულიყო და ჯერ ხმელს, ჩამოსულსფოთოლს არ ამოსცილებოდა. როდესაც ხე წაიქცა, გადიყრეინა ზევიდამ ფოთლები და წითლადგამობჭყვინდა, ცრემლები დასხმოდა ჩაღრმავებულს გულში.” - ვაჟა-ფშაველა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics