22:20 - 22 Oct, 2020
2016-07-20 18:20:44, 1360 ნახვა

საზოგადოება
მირიან გამრეკელაშვილი: საპატრიარქოს ტელევიზიის ვიდეორგოლი სრულიად არაადეკვატური და რეალობას მოკლებულია

თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი საპატრიარქოს ტელევიზიის „ერთსულოვნების“ ვიდეორგოლს ეხმაურება და ამბობს, რომ ვიდეორგოლის წანამძღვარი, რომლის მიხედვითაც ის ადამიანები ვინც კვირაობით ეკლესიაში არ დადიან, არაქრისტიანულია.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თეოლოგმა განუცხადა, ვიდეორგოლის თანახმად, მხოლოდ ის არის ადამიანი, ვინც კვირაობით ეკლესიაში დადის.

„დავიწყოთ იმით, რომ სიუჟეტი მთლიანად მოკლებულია რეალობას და სრულიად არაადეკვატურია თანამედროვე ქართულ საზოგადეობასთან მიმართებაში. რაც შეეხება, კონკრეტულ მონაკვეთს, უფრო სწორედ წანამძღვარს, რომ მხოლოდ ისინი არიან ადამიანები, ვინც “ეკლესიურია“ და კვირაობით ტაძარში დადის, სრულიად ანტიქრისტიანულია. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებიც უფალმა შექმნა თავიანთი სახისა და გვარის მიხედვით (დაბადება 1,24-25: თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.), ქრისტიანული ანთროპოლოგიის მიხედვით, ადამიანი ღმერთმა საკუთარ ხატად და მსგავსად მოავლინა სამყაროს (დაბდება 1,26-27: თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად [...] შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი). ეს ნიშნავს, რომ ამ არსების ღვთიური მხარე მისი განუყოფელი, მუდმივი შემადგენელია. ამ სიუჟეტის მიხედვით, გამოდის რომ მხოლოდ ის არის ადამიანი, ვინც მართლმადიდებლურ ტაძრებში დადის კვირაობით. ასევე საინტერესოა, სიუჟეტის შემდეგი თხრობა, თუ როგორ ცვლის ადამიანს სასიკეთოდ ტაძარში სიარული. იდეაში ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ საქართველოში, სამწუხაროდ სრულიად საპირისპირო სურათი გვაქვს. ხშირად, სწორედე საზოგადოების რელიგიური ნაწილია დამუხტული აგრესიით, არარაციონალური შიშით და ადამიანების (განსაკუთრებით განსხვავებულების) მიმართ სიძულვილით. საპატრიარქოს ტელევიზიასაც შემთხვევით, არ ქვია „ერთსულოვნება“, პირდაპირ “ერთფეროვნების“ ან “ტოტალიტარიზმის“ დარქმევა უხერხული იქნებოდა“, აცხადებს თეოლოგი.

მისივე თქმით, ბოლო წლებში ეკლესიას მედიაში ქონების მიმსაკუთრებლის, ბიუჯეტის სახსრების ამთვისებლის, კულტურული ღონისძიების დამმრბევის ა.შ. იმიჯი აქვს. ასეთი ვიდეორგოლი კი კიდევ უფრო აშორებს ადამიანს ეკლესიისგან

სწორედ ამგვარი, ადამიანების მიმართ მიმართ სიძულვილის საჯარო დემონსტრაცია 2013 წლის 17 მაისი, იქცა იმ ნელი პროცესის ათვლის წერტილად, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის კლება შეგვიძლია ვუწოდოთ. სამწუხაროდ საქართველოს საპატრიარქო არ აწარმოებს შესაბამის სტატისტიკას, მაგრამ გარეგანი დაკვირვება ამ მოვლენას შესამჩნევს ხდის. ბევრ სხვასთან ერთად, ამის ერთერთი მიზეზი, სწორედ ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის, მედიაში დამკვიდრებული იმიჯია. თუ გავიხსენებთ, ბოლო წლებში რასთან ასოცირდება ეკლესია მედიაში, მთელი შინაარსი, სულ რამოდენიმე  თემით შეიძლება აღვწეროთ. ძირითადად გვესმის, რომ ეკლესიამ სხვადასხვა ტიპის ქონება (მიწები, ნაგებობები და ა.შ.) მიისაკუთრა, აითვისა საბიუჯეტო თანხები, გაინაღდა წილი რომელიღაც კომპანიაში, ჩაერთო პოლიტიკურ პროცესში, რომელიც საქართველოს იზოლოცაის ისახავს მიზნად, დაარბია რომელიღაც კულტურული ღონისძიება თუ სხვა მსგავსნი. არც თუ იშვიათად, ინფორმაცია სწორედ იმ საკითხს ეხება, თუ როგორ გამოაძევეს გოგონა ტაძრიდან ჩაცმულობის გამო, ან არ შეუშვეს უცხოელი სტუმრები (პირადად მე მრავალგზის შემთხვევია ასეთი რამ). ყველაფერი ეს ეკლესიას მოქალაქეთათვის არა მიმზიდველს ხდის. ადამიანებს აღარ მიუწევთ გული ტაძრისაკენ, საიდანც მხოლოდ აგრესია, უსამართლობა, უპატივცემულობა და უხეში მოპყრობა მოდის. საეკლესიო მედია კი, ამ პრობლემის მოგვარებს ამგვარი შეურაცხმყოფელი სიუჟეტების გავრცელებით ცდილობს. უარესი მდგომარეობაა, მის ბეჭდურ სექტორში. მრევლის სიმცირის ხილვადობა ზაფხულის თვეებში უფრო ცხადია, საპატრიარქოს ტელევიზიაც რიტორიკას “ამკაცრებს““, - აცხადებს თეოლოგი. 

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ ვიდეორგოლი სახელწოდებით „რატომ არ ვართ ეკლესიაში“ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ადამიანები თუ ეკლესიაში არ დადიან, ცხოველებს ემსგავსებიან.

„მთელი კვირის განმავლობაში ადამიანი, როგორც ცხოველი, მუდმივად დაკავებულია საკვების მოპოვებით, მუშაობს, რომ გამოკვებოს საკუთარი თავიც და ოჯახიც. ადამიანს სძინავს, სძინავს მხეცსაც. ადამიანი ისვენებს და დასვენება ოთხფეხასაც ჭირდება. მაშ რა განსხვავებაა? განსხვავება ჩანს კვირა დღეს - ადამიანი მიდის ტაძარში და იქ წარსდგება ღვთის წინაშე, რასაც ცხოველი არ აკეთებს. ვინც არ დადის ეკლესიაში ეშვება ცხოველური ცხოველის წესამდე, ველურდება და ცხოველად იქცევა“, - ნათქვამია ვიდეორგოლში.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ ვიდეორგოლი სახელწოდებით „რატომ არ ვართ ეკლესიაში“ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ადამიანები თუ ეკლესიაში არ დადიან, ისინი ცხოველებს ემსგავსებიან.

„მთელი კვირის განმავლობაში ადამიანი, როგორც ცხოველი, მუდმივად დაკავებულია საკვების მოპოვებით, მუშაობს, რომ გამოკვებოს საკუთარი თავიც და ოჯახიც. ადამიანს სძინავს, სძინავს მხეცსაც. ადამიანი ისვენებს და დასვენება ოთხფეხასაც ჭირდება. მაშ რა განსხვავებაა? განსხვავება ჩანს კვირა დღეს - ადამიანი მიდის ტაძარში და იქ წარსდგება ღვთის წინაშე, რასაც ცხოველი არ აკეთებს. ვინც არ დადის ეკლესიაში ეშვება ცხოველური ცხოველის წესამდე, ველურდება და ცხოველად იქცევა“, - ნათქვამია ვიდეორგოლში.

 

 








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

როგორ ტოვებს თავდამსხმელი ბანკს მძევლებთან ერთად- ვიდეო












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics