|
2025-06-12 09:54:31, 579 ნახვა
მსოფლიო
ლოს-ანჯელესის ნაწილში „კომენდანტის საათი“ ამოქმედდა
აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესის ცენტრის ნაწილში მეორე ღამეა „კომენდანტის საათი“ ამოქმედდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. “„კომენდანტის საათის“ მიზანია „შეაჩეროს ცუდი აქტორები, რომლებიც პრეზიდენტის ქაოსური ესკალაციით სარგებლობენ. თუ ლოს-ანჯელესის ცენტრში არ ცხოვრობთ, ან არ მუშაობთ, მოერიდეთ ამ ტერიტორიას და დაიცავით სამართალდამცავი ორგანოების მითითებები. ვანდალიზმი და ძალადობა დაუშვებელია“, - დაწერა ლოს-ანჯელესის მერმა, კარენ ბასმა სოციალურ პლატფორმა X-ზე პოსტში. მისი თქმით, გუშინ ღამით კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. „კომენდანტის საათის“ ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე იწყება და დილის 6 საათამდე გრძელდება. ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციების მსგავსი აქციები აშშ-ის სხვა დიდ ქალაქებშიც იმართება, მათ შორის ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ოსტინსა და ვაშინგტონში. შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)