13:11 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-12 15:08:08, 478 ნახვა

ზურაბ აზარაშვილი და ოთარ შამუგია დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირების სამუშაო პროცესს გაეცნენ

სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 1 მარტს დაიწყო და ამ დროისთვის, 20 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. მათგან, 1000-მდე ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააგენტოებშია გაფორმებული. დასაქმებულთა სამუშაო პროცესს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გაეცნო. ზურაბ აზარაშვილი და ოთარ შამუგია იმერეთის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც ეროვნულ სატყეო სააგენტოში, სურსათის ეროვნულ სააგენტოში და დაცული ტერიტორიების სააგენტოში დასაქმებულ სოციალურად დაუცველ პირებს შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად. საზოგადოებრივი სამუშაო, ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. პროგრამის ბენეფიციარს ოთხი წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი, გარანტირებულად შეუნარჩუნდება.

სოციალურად დაუცველი პირების სამუშაო პროცესს, მინისტრებთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, დეპუტატი ბეჟან წაქაძე და ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანიც გაეცნენ.

 

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძის განცხადებით, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
კალაძის განცხადებით, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება
პოლიციამ ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics