2022-05-13 17:24:45, 881 ნახვა
Spiegel - G7-ის ქვეყნები უკრაინის დასახმარებლად 30 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ
ინდუსტრიული ქვეყნების ჯგუფის (G7) ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 30 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ. ამის შესახებ გამოცემა Spiegel იტყობინება. მედიის ცნობით, დახმარება მიზნად ისახავს ომის შედეგად განადგურებული ქვეყნის ფინანსური საჭიროებების დაფარვას. "გამოყოფილი თანხა ეტაპობრივად წლის ბოლომდე, სესხებისა და გრანტების სახით, გადაეცემა უკრაინას",- ნათქვამია სტატიაში. Spiegel მოლაპარაკებებში მონაწილე წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის, რადგან ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა მას ეწინააღმდეგება. შეგახსენებთ, რომ დიდი შვიდეულის ლიდერებმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ თქვეს, რომ G7 რუსეთის ელიტის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს. ასევე, დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთის ეკონომიკის სრულ იზოლაციაში მოქცევას ეცდებიან. დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ასევე პირობა დადეს, რომ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას ეტაპობრივად, მათ შორის რუსული ნავთობის აკრძალვით შეაჩერებენ. ავტორი: ექსპრესნიუსი, ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
|
ომი უკრაინაშიკულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
დღის თემა
|