13:31 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-30 19:02:47, 366 ნახვა

ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გალა დაჯილდოება წელს მეოთხედ გაიმართა

ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გალა დაჯილდოება წელს მეოთხედ გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამარჯვებულები  ხუთ საკონკურსო კატეგორიაში დასახელდნენ. 

"ერთ-ერთ ნომინაციაში - „2021 წლის პროფესიული განათლების საუკეთესო სტუდენტი“  გამარჯვებული სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის სტუდენტი მარიამ გვეტაძე გახდა, რომელიც დღეისათვის პირველი ქალია, ვინც ლოკომოტივის მართვის პროფესიას ეუფლება.

საქართველოს რკინიგზა მარიამ გვენეტაძეს ულოცავს ამ გამარჯვებას და პროფესიულ საქმიანობაში  წარმატებასა და წინსვლას უსურვებს", – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.  ღონისძიების  მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანი კობახიძეზე - ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა
სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
სააკაშვილი - ვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის - ის ერთი ხელის გაწვდენაზეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics