04:05 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-27 20:52:00, 623 ნახვა

ირაკლი ჩიქოვანი - სამეგრელო ყოველთვის იყო მხარე, სადაც აფასებდნენ ჰუმანურობას და სძაგდათ ბოროტება და ძალადობა

სამეგრელო  ყოველთვის  იყო  მხარე,  სადაც  აფასებდნენ  ჰუმანურობას   და  სძაგდათ  ბოროტება და  ძალადობა.  სამეგრელო   ყოველთვის  იყო  მხარე,  სადაც სტაბილურობას და განვითარებას აფასებდნენ, არასოდეს იყურებოდნენ წარსულში და ხედავდნენ მომავალს, რომელიც  აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის, საქართველოსთვის ' - განაცხადა „ქართული ოცნების" შემაჯამებელ აქციაზე ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, სამეგრელო, კერძოდ  ზუგდიდი, ყოველთვის  იყო  ადამიანური  ურთიერთობების და არა  დაპირისპირების  და  ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის  ქალაქი

ირაკლი ჩიქოვანმა 30 ოქტომბერს, არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა ყველას და განაცხადა, რომ ეს აუცილებელია იმისთვის, რომ დავასრულოთ კინკლაობა და შევუდგეთ ჩვენი ქვეყნის, მუნიციპალიტეტების განვითარებას.

„რამდენიმე  წუთით მინდა  თქვენი  ყურადღება  შევაჩერო  ჩემს  მხარეზე, გამოგიტყდებით  ცოტა  მიკერძოებული ვარ და  მინდა მეგრელებს  მივესალმო - ქუგალეთ  მარგალეფი!   ჩვენ  30  ოქტომბერს  გვჭირდება  თითოეული   თქვენგანის  მობილიზება,  თანამონაწილეობა,  რომელმაც  შესაძლებელი  უნდა  გახადოს, რომ  ჩვენ  გავაგრძელოთ  ჩვენი  მხარის, ჩვენი  ქალაქების  და  ჩვენი მუნიციპალიტეტების განვითარება.  სამეგრელო  და  კერძოდ  ზუგდიდი, ყოველთვის  იყო  ადამიანური  ურთიერთობების და არა  დაპირისპირების  და  ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის  ქალაქი.  სამეგრელო  ყოველთვის  იყო  მხარე,  სადაც  აფასებდნენ  ჰუმანურობას   და  სძაგდათ  ბოროტება, სძაგდათ  ძალადობა.  სამეგრელო   ყოველთვის  იყო  მხარე,  სადაც სტაბილურობას და განვითარებას აფასებდნენ, არასოდეს იყურებოდნენ წარსულში და ხედავდნენ მომავალს, რომელიც იყო აუცილებელი და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის, საქართველოსთვის. ჩემო მეგობრებო, მინდა მოგმართოთ და მოგიწოდოთ, ყველა ერთად, 30 ოქტომბერს მივიდეთ არჩევნებზე. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ვითარება, როდესაც ზოგიერთი ჩვენგანი არ მოვიდა არჩევნებზე, ზოგიერთმა თქვა, რომ ისედაც უდიდესი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას", მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება თანამონაწილეობა და ეს თანამონაწილეობა აუცილებელია იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესის ფარგლებში, ჩვენ დავასრულოთ კინკლაობა და 30 ოქტომბრიდან შევუდგეთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მუნიციპალიტეტების განვითარებას. მეგრელებო გაგიმარჯოთ!" - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics