16:40 - 16 Oct, 2021
2021-10-13 22:22:59, 243 ნახვა

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო 13 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო 13 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მედიას მიმართავს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქმეში სააგენტო საკუთარი მანდატით არის ჩართული და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.

„დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, არასრულწლოვანი პირის მიმართ, შესაძლო სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და უფლებების გათვალისწინებით, მათ შორის ბავშვის ოჯახის თხოვნით, სააგენტო საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე მედიას მიმართავს თხოვნით, გაშუქებისას გაითვალისწინოს ისეთი საკითხები როგორიცაა პერსონალური ინფორმაცია, კონფიდენციალურობის საკითხები, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, რეტრავმატიზაციის საკითხი, რათა არასრულწლოვანს არ მიადგეს ზიანი.

სააგენტო თავისი მანდატით ჩართულია და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცავებმა ბაბუა დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics