23:54 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-08 12:28:51, 397 ნახვა

ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტნიორები ფარულ ჩანაწერებზე გავრცელებულ ინფორმაციას ყურად იღებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები ფარულ ჩანაწერებზე გავრცელებულ ინფორმაციას ყურად იღებენ.

როგორც მან აღნიშნა, რომ ჩანაწერებში ფიგურირებს ირაკლი ღარიბაშვილი, რის გამოც ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე მმართველმა გუნდმა სხვა პირი უნდა გაუშვას.

„„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის ასეთი, რომ პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა ზუსტად ჩვენი მოქალაქეებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ნებისმიერ შემთხვევაში ნიკასა და პოლიტპატიმრების გამოშვებაზე და რიგგარეშე არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ. რაც შეეხება ღარიბაშვილთან, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა ყურად იღებს  იმ ძალიან მძიმე ფაქტს, რომელსაც გუშინ წინ ჰქონდა ადგილი „ტვ. პირველის“ სიუჟეტში. ამიტომ მოლაპარაკებებზე მგონი არ გაუჭირდება სხვა ვინმეს გამოშვება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველმა" 6 მარტს გაავრცელა ფარული აუდიო ჩანაწერები, სადაც ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მისთვის არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.




ავტორი: ანი მელაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics