2021-02-23 15:24:38, 279 ნახვა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკა დამნაშავეების თავშესაფრად და ინდულგენციად იქცა
![]() საქართველოში პოლიტიკა დამნაშავეებისთვის თავშესაფრად და ერთდგვარ ინდულგენციადაც კი იქცა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროატლანტიკურ სივრცეში პოლიტიკოსი, რომელიც ჩადის დანაშაულს, არ რჩება პოლიტიკაში და საქართველოც იმსახურებს ასეთ სტანდარტს. „ამ პერიოდში რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღრმავებით ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ სწორედ ის, ე.წ პოლიტიკოსები, რომლებიც მხილებულნი ან ბრალდებულნი არიან სხვადასხვა მძიმე დანაშაულში, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ნიკა მელია, გიგი უგულავა და სხვები. ევროატლანტიკურ ოჯახში მოქმედებს მრტივი პრინციპი, პოლიტიკოსი, რომელიც ჩადის დანაშაულს, მაგალითად იჭრება კონსტიტუციური ორგანოების შენობებში, აკონტრებს კერძო ბანკებს ან ტელევიზიებს, ბიუჯეტიდან იპარავს ათეულობით მილიონს და ა.შ არ რჩება პოლიტიკაში. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე საქართველოც იმსახურებს ამ სტანდარტს, რომლის დამკვირდების გარეშე საქართველოში ევროატლანტიკური ხარისხის დემოკრტია ვერასდროს ჩამოყალიბდება, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკოსის მიერ ჩადენილი დანაშაული პოლიტიკიდან მისი გასვლის უპირობო მიზეზად არ მიიჩნევა, პირიქით, პოლიტიკა დამნაშავეებისთვის თავშესაფრად და ერთგვარ ინდულგენციადაც კი იქცა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2021-02-26 12:46:59 რუსეთში კორონავირუსის 11 086 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 428 პაციენტი 2021-02-26 11:22:46 სომხეთში კორონავირუსის 283 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 2021-02-26 11:01:17 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 277 პირის მდგომარეობა მძიმეა 2021-02-26 11:00:07 კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 175 თბილისში, 37 იმერეთში, 33 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა 2021-02-26 10:47:35 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა ვიდეო/LIVE ნიკა მელიას დაკავების შეფასებები - ექსპრესნიუსი
|