2021-01-22 14:10:10, 700 ნახვა
რომელი შეზღუდვები იხსნება და რჩება ძალაში პირველი თებერვლიდან
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1-ელი თებერვლიდან შეზღუდვების გარკვეული ნაწილი იხსნება, ნაწილი კი ძალაში რჩება.
იხილეთ რა შეზღუდვები იხსნება და რჩება ძალაში:
- პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება სკოლების, მუნიციპალური ტრანსპორტის, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშობა.
ამ ქალაქებში შაბათ-კვირას, მთელი თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქიცონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურად;
- თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალუტი ტრანსპორტის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან;
- ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრები გაიხსნება 15 თებერვლიდან;
- აჭარაში პირველი თებერვლიდან დაგეგმილია კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა. აკრძალული რჩება ქორწილები და სხვა დიდი სარიტუალო ღონისძიებები;
- სხვა რეგიონებში კვების ობიექტები მუშაობას გააგრძელებენ გატანის სერვისზე;
- საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფსასწავლებლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია პირველი მარტიდან;
- პირველ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე;
- 1-ელი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები იხსნება;
- ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები;
- შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება;
- ძალაში რჩება პირბადის ტარების წესი.
ცქიტიშვილის განცხადებით, შემსუბუქების პარალელურად მნიშვნელოვანია ვირუსის ინტენსიური გავრცელების პრევენცია მოხდეს, ამიტომ თითოეული დარგისთვის ტესტირების პროტოკოლები დაადგინეს.
- ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი 30-ზე მეტი თანაშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან 2 კვირაში ერთხელ უზრუნველყონ თანამშრომლთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება. კვების ობიექტებისთვის ეს პირობა არის 2 კვირაში ერთხელ არანაკლებ 50%-ის ტესტირება;
- სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებლების ტესტირებას 2 კვირაში ერთხელ.
- ბიზნესის წარმომადგენლები უნდა დარეგისტრირდნენ სპეციალურ პორტალზე და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში, პირველ მარტამდე უფასოდ გატესტონ თანამშრომლები
ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან