15:21 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-20 22:14:03, 1359 ნახვა

პუტინის სასახლე და მისი საყვარლების მილიარდები - სკანდალური ფილმი

რუსეთის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდმა, რომელსაც ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ხელმძღვანელობს,  გამოაქვეყნა მორიგი გამოძიება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის  ე.წ. გელენჯიკის სასახლის შესახებ. სასახლეს ნავალნი უწოდებს "სახელმწიფოს სახელმწიფოში" და მის ღირებულებას 100 მილიარდ რუბლად აფასებს, რაც დაახლოებით 1.3 მილიარდ დოლარია.

ნავალნიმ ვიდეო რუსეთში ჩასვლის წინ ჩაწერა და გეგმის მიხედვით, ის ოპოზიციონერის რუსეთში დაბრუნების შემდეგ უნდა გამოქვეყნებულიყო.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, გახსნილია „პუტინის სასახლის“ მშენებლობის დაფინანსების სქემა და ასევე ნაჩვენებია ამ ფეშენებელური სასახლის ინტერიერი. აღნიშნული კომპლექსი ფართობით 39-ჯერ აღემატება მონაკოს სამეფოს ფართობს, ხოლო უშუალოდ მთავარი სახლის ფართობი 17 691 კვადრატული მეტრია. სასახლის ტერიტორიაზე მდებარეობს ხოკეის დახურული მოედანი, მთაში გაჭრილი გვირაბი პლიაჟზე გასასვლელად, ორანჟერეა, სპეციალური სახლი პერსონალისთვის, 100 მეტრიანი ხის ხიდი, რომელიც სტუმრების განკუთვნილი სახლისკენ მიდის, ნაგებობის ფართობი 2 500 კვადრატული მეტრია. მთაში გვირაბის გარდა გაჭრილია გასასვლელი ე.წ. სადეგუსტაციო ოთახში, საიდანაც საუკეთესო ხედი იშლება ზღვაზე.
 მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია ყინულის სასახლე, ეკლესია, ორანჟერეა, ზღვაზე გამავალი გვირაბი. შენობის გარშემო ტერიტორიის ფართობი შვიდი ათასი ჰექტარია და ის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს ეკუთვნის. შენობის თავზე არასაფრენი ზონაა. ნავალნის გუნდის ცნობით, სასახლის პერსონალს ტერიტორიაზე მობილური ტელეფონების შეტანა ეკრძალებათ.

თითქმის ორსაათიანი საგამოძიებო ფილმი „პუტინის სასახლე. მსოფლიოს ყველაზე დიდი ქრთამის ისტორია“ 19 იანვარს ალექსეი ნავალნის „იუთუბის“ არხზე გამოქვეყნდა მას უკვე 30 მილიონამდე ნახვა აქვს.
ფილმში საუბარია, პუტინის ორ საყვარელზეც. მათ შორის ოლიმპიურ ჩემპიონ ალინა კაბაევაზეც, რომელსაც მილიარდები ერგო და მის დედაზე დაარეგისტრირა.  

კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი იდოკოპასის კონცხზე პუტინის რეზიდენციის არსებობას უარყოფს.
„გამოძიებას არ ვიცნობ, თუმცა შემიძლია, ახლავე გითხრათ, რომ ეს ძველი სიმღერაა. მრავალი წლის წინ ჩვენ უკვე განვმარტეთ, რომ პუტინს გელენჯიკში არანაირი სასახლე არ აქვს“, – განუცხადა პეკსოვმა რუსულ მედიას.
ნავალნი 18 იანვარს 30 დღე-ღამით დააპატიმრეს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მოთხოვნით. ეს მოხდა გერმანიიდან მისი დაბრუნებიდან ერთ დღეში. ნავალნი შარშან აგვისტოში მოწამვლის გამო მკურნალობდა ბერლინში. ოპოზიციონერმა და მისმა თანამებრძოლებმა 23 იანვარს მთელი რუსეთის მასშტაბით მიტინგების ჩატარების შესახებ გამოაცხადეს.

 


 








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფირფიტებზე გაცოცხლებული ადრეული 90-იანებისა და 2000-იანების მუსიკა - „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
Reuters – ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩადის
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, Telegram-ის ჯგუფში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა
სამეგრელოს რეგიონში 11-მა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა 1,2 მლნ ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა 50%-იანი თანადაფინანსებით შეიძინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics