05:52 - 13 Jul, 2020
2020-06-29 15:08:04, 315 ნახვა

ანრი ოხანაშვილი - სააკაშვილი-ბოკერია-რურუას ტრიადამ „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ ამხილა

სააკაშვილი-ბოკერია-რურუას ტრიადამ „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ ამხილა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, იმან, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს, კიდევ ერთხელ გააშიშვლა მათი რეალური სახე, რომ ისინი ანტიდასავლური ჯგუფები არიან.

„ეს ნამდვილად ისტორიული კენჭისყრა იყო ჩვენი ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების გზაზე. „ქართული ოცნების“ გუნდმა დანაპირები რაც გასცა, შეასრულა. რომ არა „ქართული ოცნების“ გუნდი, ეს ცვლილებები ვერ განხორციელდებოდა. ჩვენ შევძელით, პარლამენტის იმ წევრებთან ერთად, ვინც ამ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს, ერთობლივად ცვლილებების ასახვა. ის, რომ დანაშაულებრივი ორგანიზაციის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს, ამან კიდევ ერთხელ გააშიშვლა მათი რეალური სახე, რომ ისინი არიან ანტიდასავლური ჯგუფები. რეალურად, სააკაშვილი-ბოკერია-რურუას ტრიადამ მათი მხილება კიდევ ერთხელ მოახდინა, რომ ისინი არ არიან ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და გრძელვადიანი განვითარების მომხრენი. ერთი, რომ თავი მოიჭრეს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, გავიდნენ რა ამ შეთანხმებიდან. მეორე, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება არ სურთ. ეს არის ფაქტი. თუმცა „ქართული ოცნების“ გუნდმა პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად შევძელით, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ცვლილება განგვეხორციელებინა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გავრილოვის ღამიდან 1 წლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე აქცია იმართება












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics