17:03 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 13:59:52, 544 ნახვა

პაატა იმნაძე - თუ 1000 ექიმიდან 990 დაიცავს პროტოკოლს, ეს ნიშნავს, რომ 90 პროცენტით დაზღვეულები ვართ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ პროტოკოლი დაწერილია იმისათვის, რათა ყველა ექიმმა ერთნაირად შეხედოს საქმეს.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ პროტოკოლს 1000 ექიმიდან 990 დაიცავს, მაშასადამე 90 პროცენტით დაზღვეულები ვართ და სისტემა კარგად მუშაობს.

„პროტოკოლები საქმე რაშია იცით, არსებობს მცნება, არის ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინა, ამ მედიცინის საფუძველზე იწერება შემდეგ გაიდლაინები, პროტოკოლები. პროტოკოლი იწერება იმისათვის, რომ ბანჯაში და ზემო მაჩხაანში მყოფმა ექიმმა, ერთნაირად შეხედოს ერთნაირ საქმეს. სისტემა თუ არ არის, ისე არაფერი არ გამოვა, 1000 ექიმიდან, როდესაც 990 დაიცავს პროტოკოლს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დაზღვეულები ვართ. როცა ყველა თავის ჭკუაზე აკეთებს რაღაცას, ეს ნიშნავს, რომ სისტემა არ მუშაობს, ეს არის ანა-ბანა ვინც ერკვევა რას ნიშანვს პროტოკოლები, ეპიდემიოლოგია და ა.შ. რათქმა უნდა ის არ შეიძლება იყოს 100%-იანი, მედიცინასთან გვაქვს საქმე, ეს არ არის მათემატიკა“, - განაცხადა იმნაძემ.




ავტორი: თეონა დორეული, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი გომელაურს - კორუმპირებული ხართ - ცალ-ცალი ბოტებით მოხვედით და დღეს მილიონერი ხართ
პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
ლავროვი - საქართველოში დემონსტრაციები მიდის და სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს - კანონი ურბილესია
თალაკვაძე ოპოზიციას - როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს ქვეყანა ევროპულ ორბიტას ჩამოშორდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics