2020-03-30 17:08:25, 19752 ნახვა
საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა
![]() საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. კარანტინი ხვალ დილის რვა საათიდან დაიწყება. „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ზომების გამკაცრების და ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს. ხვალ დილის 8 საათიდან საყოველთაო კარანტინის ფარგლებში იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადადგილება. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამნისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი ისხდება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაწყვანის მიზნით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2021-01-18 13:42:05 რუსეთში კორონავირუსის 22 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 471 ადამიანი 2021-01-18 11:52:51 აშშ-ში კორონავირუსის 174 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 1 723 ადამიანი 2021-01-18 11:21:08 სომხეთში კორონავირუსის 90 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 2021-01-18 11:04:04 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 795 პირის მდგომარეობა მძიმეა 2021-01-18 11:01:27 კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 72 თბილისში, 13 აჭარაში, 5 კი იმერეთში გამოვლინდა ვიდეო/LIVE ვითარება აშშ-ში - პირდაპირი
![]() საქართველოში კოვიდ-19-ით 17 პაციენტი გარდაიცვალა
მთავარი თემა
|